Russian English
წინასწარმეტყველი სპილოს გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს
ორშაბათი, 14 ივლისი, 2014 - 21:23

გერმანიას თავისი წინასწარმეტყველი სპილო ჰყავს და მას ნელი ჰქვია. იგი სერენგეთის ზოოპარკში ბინადრობს, სადაც მას თვალის ჩინივით უფრთხილდებიან - არც გიგანტური ნაღების ტორტს აკლებენ და არც ბანან-ანანასების კოქტეილს. ხარჯებს თავის თავზე გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია იღებს.

იკითხავთ ალბათ, სად სპილო და სად ფეხბურთი, მაგრამ გერმანელები ყოველი მსოფლიო ჩემპიონატის წინ თავის ბედს სწორედ ჯუნგლების ბინადარს ანდობენ. რამდენადაც უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ უწყინარ ცხოველს მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების წინასწარმეტყველება შეუძლია. მაგალითად, ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას, ნელიმ არგენტინა-გერმანიის შედეგები ზედმიწევნით გამოიცნო.

იმისათვის, რომ სპილომ თავისი პროგნოზი დადოს, მის წინ ორ საფეხბურთო კარს დგამენ გუნდების აღმნიშვნელი დროშებით. გერმანია-არგენტინის თამაშის წინ, სპილო ნელიმ ბურთი არგენტინის კარში გაიტანა.სხვათაშორის, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარ ფინალური მატჩის დროს მან ასევე უშეცდომოდ იწინასწარმეტყველა გერმანიის გამარჯვება ბრაზილიელებზე.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.