Russian English
აჯორჯ სოროსი: „25 დეკემბერს, ამერიკა ყირაზე დადგება, ჩვენ მსოფლიოს განადგურებას ვიწყებთ!“
კვირა, 04 12, 2016 - 20:30
90-იან წლებში ჯორჯ სოროსი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „განხილვად“ ფიგურად გადაიქცა. ამის მიზეზი მისი რელიგიასთან დამოკიდებულების შეცვლა გახდა. სოროსი მოულოდნელად ევროპული კულტურით და სხვადასხვა რელიგიების წარმომავლობით დაინტერესდა. მისმა პიროვნულმა გარდატეხამ კი სხვადასხვასახით დაიწყო თავის გამოვლინება. 
ბუქარესტში, სოროსის ფონდის პრეზენტაციაზე, მან საჯაროდ განაცხადა „მე ვარ ჯორჯ სოროსი და ვარ ებრაელი!“. ხალხი მომენტალურად დამუნჯდა. რუმინელებს არ უყვართ როდესაც ვინმე თავიანთი ებრაული წარმომავლობით ამაყობს. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ დაიწყო სოროსის გარემოცვამ მისი მეტამორფოზის რეალური მიზეზის აქტიური კვლევა და ის, რასაც მიაკვლიეს, მათთვისაც კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - ჯორჯ სოროსს თავი ღმერთი ჰგონია! 
ღმერთის კომპლექსი სოროსის პიროვნების შესახებ ბევრ კომპლექსს ხსნის. განსაკუთრებით იმას, თუ როგორ ახერხებს მილიარდელი ბიზნესმენი  მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს ადამიანები. საკუთარ თავს სოროსმა „ეგოისტი ღმერთი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ნორმალური წესები მასზე არ ვრცელდება“. 
სოროსს გავლენა აქვს მთელს მსოფლიოზე და ევროპას ულტიმატუმების ენით ელაპარაკება. მისი აზრით, ყველა ქვეყანამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „მუსულმანური სამყაროს ევროპაში შემოჭრისთვის.“ 
„მე ვარ ღმერთი! სამყაროს მოსაწესრიგებლად ვარ მოვლენილი. ეს ჩემი მისიაა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბედურებას ვერ ავცდებით“- ასეთი ხმაურიანი განცხადებები უკვე ჯორჯ სოროსის სავიზიტო ბარათად იქცა. „რაღაც გაგებით ეს დავადებაა. როცა შენ ხარ ყველაფრის შემქმნელი და მბრძანებელი, პასუხისმგებლობაც გეკისრება. ეს ყველაფერი მას შემდეგ გავაცნობიერე, რაც ასე ცხოვრება დავიწყე“- აცხადებს ჯორჯ სოროსი.
ადამიანთა უმრავლესობას მსგავსი ფრაზები გიჟის ნაბოდვარი ეგონება, მაგრამ ისინი, ვინც სოროსს კარგად იცნობენ და წლებია აკვირდებიან მის პერსონას, კარგად ხვდებიან რომ გიჟისთვის, რომელიც თვითონაც ვერ ითვლის იმდენი ფული აქვს, არანაირი საზღვარი არ არსებობს. სოროსი თამამად აღიარებს, რომ ადამიანებით ისე თამაშობს, როგორც თოჯინებით და სწორედ ესაა მისი აზრით იმის დადასტურება, რომ ღმერთია. 
რამდენიმე დღის წინ კი ჯორჯ სოროსმა ესეთი განცხადება გააკეთა: 
„ყველაფერი 25-ში დაიწყება. დეკემბრის მიწურულს, როცა ყველა მოდუნებული იქნება. ნაძვის ხეებს მორთავენ, საჩუქრებს შეფუთავენ, შუშხუნებს გაისვრიან. ზუსტად ესაა საუკეთესო დრო გარდატეხისთვის. ამერიკა და მთელი მსოფლიო ყირაზე დადგება. მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარების დრო დგება!“ 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.