Russian English
პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა ბიჭებს მადლობა გადაუხადა:„მადლობა ირაკლი, მადლობა ბიჭებო!“
პარასკევი, 09 12, 2016 - 23:04
ბოლო დღეების ყბადაღებული თემაა და ქართულ ინტერნეტსივრცეს თუ აფეთქებდა მხოლოდ. ამჯერად, ემზარ კვიციანის მადლობას და რევერანსებს გვერდს ავუვლით და ცნობილი ჟურნალისტის ეკატერინე ლომიძის პოსტს შემოგთავაზებთ, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ მოვლენას. კერძოდ, ქართველების რეაქციას ვიღაც ტურისტის „ნიუ“-ზე სვანური კოშკების ფონზე.
აი, რას წერს ეკა ლომიძე:
„შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ...  როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.  აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.  მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.  დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე“.
ვერანაირი სამოსი ვერ დამალავს სიბინძურეს, რომელსაც გულით და გონებით ვატარებთ და ვერავის სიშიშვლე ვერ შეურაცხოფს სხვის ცნობიერს.
ახალი აღთქმა, თავი 15:
1. მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობარნი და უთხრეს:
2. „რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამის წინ“.
3. მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ რაღატომ არღვევთ ღვთის მცნებას თქვენი ჩვეულების გამო?
4. ვინაიდან ღმერთმა თქვა: „პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს“.
5თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო,
6. ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით.
7. თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:
8. „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“.
9. ამაოდ მცემენ თაყვანს, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან“.
10. მოუწოდა იმ ხალხს და უთხრა მათ: „ისმინეთ და შეიგნეთ:
11. ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს“.
12. მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: „იცი, რომ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით დაბრკოლდნენ?“
13. მან პასუხად უთხრა: „ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
14. მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან“.
15. პეტრემ პასუხად უთხრა მას: „განგვიმარტე ეს იგავი“.
16. ხოლო მან უთხრა: „ნუთუ კიდევ არაფერი გაგეგებათ?
17. არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირში შედის, მუცელს გაივლის და ზარულში გამოდის?
18. პირიდან გამოსული კი გულიდან ამოდის და ეს არის რომ ბილწავს ადამიანს.
19. ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
20. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“.
და კიდევ: ორი ბატონის სამსახური
24. არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26. შეხედეთ ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არა ხართ?
27. რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?
28. სამოსელზე რაღას ზრუნავთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელ თავის დიდებაში, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30. თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
 
ხოდა, მითხარით, ამ ყველაფრის შემდეგ, თუ ქრისტე გიყვარს და მის ნათქვამს იაზრებ, როგორ უნდა გაცოფებდეს ის, რომ ვიღაც ბიჭმა სვანეთში, კოშკების ფონზე გაიხადა. როგორ უნდა იფიქრო, რომ ამით შეურაცხგყვეს?“ - წერს ჟურნალისტი ეკა ლომიძე.      
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.