Russian English
სააკაშვილი უკრაინულ მედიას: „მიხოს ნუ მეძახით, ის კახელი სექსუალური მანიაკი იყო“
პარასკევი, 09 12, 2016 - 23:46
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინულ მედიასთნ დაიჩივლა, რომ მთელი ის პერიოდი, რაც მან უკრაინაში გაატარა, უკრაინელები მის სახელს არასწორად წარმოთქვამდნენ. როგორც თვითონ განმარტა, პასპორტის მიხედვით ის მიხეილ ნიკოლაევიჩია, თუმცა უკრაინაში გადასვლის შემდეგ რატომღაც მიხეილ ნიკოლოზოვიჩად გადაიქცა. 
შეკითხვაზე, თუ რატომ აწუხებდა ასე ეს საკითხი, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ ნიკოლოზოვიჩი, ნიკოლაევიჩად დავიბადე და ასევე მინდა დავრჩე“. 
მამის სახელის ცვლილებასთან ერთად, სააკაშვილს თურმე მეორე დეტალიც სწყინს. ის, რომ ყველა „მიხოს“ ეძახის და საკუთარ თავს ქართული ანეკდოტების გმირთან აიგივებს. სააკაშვილი უკრაინულ მედიასთან ამ გამოგონებულ პერსონაჟს ასე ხსნის - „ეს არის ქართული ანეკდოტების საკმაოდ უხამსი გმირი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ან ბოროტმოქმედია, ან სექსუალური მანიაკი და ვერც ჭკუით დაიკვეხნის დიდად“. შესაბამისად, საქართველოს ექს-პრეზიდენტის სიბრაზის მიზეზიც გასაგებია. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.