Russian English
ავღანელმა ემიგრანტმა ევროპარლამენტარი ოფიცრის 19 წლის ქალიშვილი მოკლა
შაბათი, 10 12, 2016 - 23:24
გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ევროპარლამენტის ერთ-ერთი უმაღლესი ოფიცრის 19 წლის ქალიშვილი გაუპატიურებული და მოკლული იპოვეს. საზარელ დანაშაულში ბრალდებულმა ავღანელმა ემიგრანტმა მკვლელობა უკვე აღიარა. 
მარია ლადენბურგერი უნივერსიტეტიდან სახლისაკენ მიმავალ გზაზე ავღანელმა ემიგრანტმა გააუპატიურა, მოკლა და გვამი მდინარეში გადააგდო. შოკისმომგვრელი ინცინდენტი 16 ოქტომბერს მოხდა, მაგრამ სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელი  დააკავეს და ამის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელეს. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ მკვლელი 17 წლის ავღანელია, რომელიც გერმანიაში შარშან მოხვდა დევნილის სტატუსით.  გოგონა ლტოლვილთა ბანაკში მოხალისე დამხმარედ მუშაობდა, თუმცა მკვლელთან მაანმდე შეხება არ ჰქონია. 
საზარელი მკვლელობის დეტალების გახმაურებისთანავე გერმანიაში განსაკუთრებით გაძლიერდა პროტესტი, რომელიც უშაულოდ ანგელა მერკელისადმია მიმართული. საზოგადოება გერმანიის კანცლერს 2015 წელს ემიგრანტებისთვის გერმანიის საზღვრების გახსნას უპროტესტებს. სოციალურ ქსელებში არ წყდება კომენტარები, რომლებიც მიგრანტების მიმართ ნულოვან ტოლერანტობას მოითხოვენ. მერკელს პირდაპირ ეთერში  ოთხი შვილის მამამ კითხვით მიმართა, როგორ აპირებდა იგი დევნილთა ამხელა ნაკადის შემოდინების გაკონტროლებას, ვინაიდან შეუძლებელია  გერმანიაში უსაფრთხოდ ცხოვრება. ამაზე ანგელა მერკელმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გადაჭარბებული პანიკაა და რომ სხვაგვარად რომც მოქცეულიყო, საზოგადოება მაინც უკმაყოფილო დარჩებოდა. 
კრიტიკის ქარ-ცეცხლში  ევროპარლამენტის პრეზიდენტი - მარტინ შულციც მოხვდა. გერმანული პრესა მომხდარში უშუალოდ მას ადანაშაულებს:
„ბატონო შულცო, თქვენი ბრალია  ყველაფერი. ზუსტად იცოდით, რომ ეს შედეგი დადგებოდა.  ყველა დევნილი პოტენციური ტერორისტია და ამის პრევენციისთვის არაფერს აკეთებთ! გერმანიაში ერთი მილიონი დევნილი შემოუშვით ისე, რომ შედეგებზე არც კი დაფიქრებულხართ.“ - წერს The BZ Daily. 
17 წლის ავღანელი ემიგრანტის სასამართლო პროცესი მომოვალ წელს გაიმართება. პოლიციას უკვე აქვს მკვლელის აღიარებითი ჩვენება, თუმცა როგორც გერმანული პრესა ვარაუდობს, ბიჭს დანაშაული არ უღიარებია და შესაძლოა სასამართლოზე მისი ბრალეულობის დამტკიცება ვერ მოხერხდეს. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.