Russian English
გადატრიალება არქეოლოგიაში - შოტლანდია უძველესი დამწერლობის სამშობლოდ შეიძლება აღიარონ
პარასკევი, 15 თებერვალი, 2019 - 00:19
შოტლანდიაში, ქვაზე არსებული ამოუცნობი  წარწერების საიდუმლოს, რომლებიც 5000-ზე მეტი წლისაა, სულ მალე შესაძლოა ფარდა აეხადოს. ეს კი 3D სკანერის მეშვეობით მოხდება. 
ახალი მეცნიერული პროექტი, რომელიც მომავალ წელს ჩაეშვება, არქეოლოგებს საშუალებას მისცემს, გამოიკვლიონ თუ რა მესიჯს ატარებს ქვაზე ამოტვიფრული იეროგლიფები. გრავიურები ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანას შორისაა შესრულებული. 
არადა, მეცნიერები წლების მანძილზე სწავლობდნენ ამ წარწერების მნიშვნელობას. სავარაუდოდ,  ქვებზე დატოვებულ წარწერებს უძველესი წინაპრები გზის გასაკვლევად ან სხვადასხვა მინიშნებებისთვის იყენებდნენ. 
შედარებით გვაინი პერიოდის გრავიურები უკვე სხვა შინაარსს ატარებენ და მიჩნეულია, რომ მათზე დატანილი მინიშნებები შესაძლოა რელიგიური ან რიტუალური დატვირთვის არის.
არქეოლოგმა ჯორჯ კარიმ შოტლანდიის მასშტაბით 670 ასეთი ქვა აღმოაჩინა, რომელზეც სხვადასხვა სიმბოლოებია ამოკაწრული. კარიმ ბოლო ცამეტი წლის მანძილზე დეტალურად შეისწავლა  და დაამუშავა თითოეული მათგანი. უძველეს წარწერებს შორის ასევე აღმოაჩინა ადამიანის ნაფეხური, რომელსაც საკმაოდ მკვეთრი გამოსახულება აქვს ერთ-ერთ ლოდზე. 
ხელოვნებისა და ჰუმანიტალური კვლევის ცენტრმა შოტლანდიის ისტორიული საგანძურის შესასწავლად  807 000 ფუნტი გამოყო. პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც ხუთ 5 წელს გასტანს, 2017 წლის იანვრიდან ამუშავდება.  არქეოლოგების ცნობით, ქვის ლოდების ნაწილი მიწაში ან ზედაპირზე აღმოაჩინეს, მეორე ნაწილი კი სამარხებში იყო ჩაყოლებული. ერთ-ერთი ექსპონატი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 400 წლით თარიღდება. 
   მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პროექტი და კონკრეტულად 3D სკანერის გამოყენება, საბოლოოდ ახდის ფარდას გრავიურების საიდუმლოებას და შესაძლოა ისტორიაში ახალი ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.