Russian English
ქართველი კანონიერი ქურდების გლოვა მოსკოვში - „გიო გიურზა“ მოკლულია
ორშაბათი, 12 12, 2016 - 14:15
მოსკოვში კრიმინალურ გარჩევებს კანონიერი ქურდი გიორგი შირინოვი, იგივე „გიო გიურზა“ ემსხვერპლა. 40 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით და თავის ტრამვით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შირინოვი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. 
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი სავარაუდოდ კანონიერ ქურდთა კლანებს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეწირა. გარდაცვლილი ქართველი კანონიერი ქურდების კლანს ეკუთვნოდა და  ცნობილი კანონიერი ქურდის, მერაბ მზარელუას  დაჯგუფებს ერთ-ერთი ლიდერი იყო. მერაბ მზარელუამ, სხვა ქართველ კანონიერ ქურდებზე - „ჭიაზე“ და „რეზიკო ჯვარსკოიზე“ თავდასხმის ორგანიზებით გაითქვა სახელი. დაუდასტურებული ინფორმაციით, შირინოვი ამ თავდასხმებში იღებდა  მონაწილეობას და მისი მკვლელობის მიზეზიც ეს სწორედ გახდა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.