Russian English
(VIDEO) დიდი სკანდალი ლატვიაში - პრემიერმინისტრის პრესმდივანი პორნოფილმებში აღმოაჩინეს
ორშაბათი, 12 12, 2016 - 22:42
ლატვიაში პრემიერ მინისტრთან დაკავშირებული  სკანდალი არ ცხრება. საპარლამენტო არჩევნების მიწურულს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ასისტენტს - -ჯეინა ტამულევიჩას თავის ბიოგრაფიაში ბევრი რამის ახსნა მოუწევს. პორნოვარსკვლავობა - ეს პროფესია, რომელიც  ლატვიის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა წლების წინ აირჩია, საკმაოდ შორს დგას სახელმწიფო სამსახურის სტანდარტებისგან. 
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო გადაღებულია 1999 წელს. ფრანგი პორნორეჟისორი, პიერ ვუდმანი ესაუბრება სტუდენტ გოგონას, როგორც შემდეგ დაკვირვებულმა თვალმა აღმოაჩინა, ლატვიის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანს. გოგონა კასტინგზეა მისული და როგორც პორნოინდუსტრიული სისტემა მოითხოვს, ჯერ გაესაუბრნენ, შემდეგ კი მისი „შესაძლებლობები“ გადაამოწმეს. ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა ამ ბიზნესის, სამედიცინო ცნობა და ყველაფრისთვის მზადყოფნაა. 
გოგონა, რომელიც პრემიერ მინისტრის პრეს-მდივანს ძალიან ჰგავს, ჩანაწერში მსუბუქი აქცენტით, მაგრამ რუსულად საუბრობს. რეჟისორთან კი თარჯიმნის მეშვეობით ახდენს  კომუნიკაციას. ჩანაწერში ვუდმენი გოგონას პორნოჟურნალის გადახედვას სთავაზობს, იქნებ მისთვის რაიმე საინტერესო აღმოჩნდეს. მაგრამ როგორც ჩანს გოგონა საკმაოდ კარგადაა მომზადებული და აცხადებს, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი კარგად გამოსდის. მათ შორის თანხმდება ერთდროულად ორ მამაკაცთან სექსუალურ კონტაქტზე. 
ვიდეოჩანაწერი ვუდმანის საიტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. ვიდეოს წინ უძღვის ციტატა, რომელიც პოლიტიკური პარტიის მთავარი სლოგანია: „ჩვენ გულისყურით ვარჩევთ კანდიდატებს, რომლებიც სახელმწიფოს სამსახურში ჩადგებიან“. ლატვიელმა ჟურნალისტმა სცადა პარტიის მხრიდან მოეპოვებინა კომენტარი, რაზედაც უარი განუცხადეს, შემდემ კი უშუალოდ პრემიერის პრეს-მდივანს  - ჯეინა ტამულევიჩას მიაკითხა. ტამულევიჩმა  საუბარი არ ისურვა.  სამაგიეროდ, მოგვიანებით ელექტრონულ ფოსტაზე წერილი გამოაგზავნა: „არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებ, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ და ამ ვიდეოს გავრცელების აზრს ვერ ვხვდებიო“. 
პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, ჯეინა ტამულევიჩა სატელევიზიო წამყვანი იყო და საერთო ჯამში საკმაოდ კარგ კადრადაც ითვლებოდა. მაგრამ აღნიშნულმა ვიდეორგოლმა, თუ რასაკვირველია პრეს-მდივანი აღიარებს, რომ მასზე თვითონაა აღბეჭდილი, შესაძლოა მთელ მის კარიერას წერტილი დაუსვას. ამ საკითხთან დაკავშირებით ლატვიის პრემიერ-მინისტრს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტამულევიჩასგან პორნომსახიობი არ გამოვიდა. ამის შესახებ თვითონ პიერ ვუდმანმა განაცხადა. სწორედ ამ წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ გადაწყვიტა მომავალმა სახელმწიფო მოხელემ განათლებისთვის მიეხედა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.