Russian English
სისხლიანი ბანანები აივ-ინფიცირებულთა სისხლით - დაპანიკებული მოსახლეობა ფოტოებს აქვეყნებს
ხუთშაბათი, 15 12, 2016 - 19:39
გუდაუთის მკვიდრმა ინგა გაგულუამ ინსტაგრამის პირად გვერდზე გაჭრილი ბანანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც აშკარად ეტყობა წითელი ხაზები. ფოტოს ასეთი სათაური აქვს: „ბანანი სისხლით - ეს სიმართლეა!“
ინგა გაგულიამ, „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოების ავტორმა განმარტა: „როგორც კი მოვკბიჩე, წითელი ლაქა დავინახე. სისხლისფერი. აქამდე ბანანში არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია. მერე უცებ გამახსენდა ინტერნეტში წერდნენ სისხლით გაჟღენთილ ბანანებზე. შემოწმება მინდოდა, გავჭერი და წითელი ზოლები აღმოვაჩინე“.
სულ მალე ინტერნეტში რამოდენიმე მსგავსი ფოტო გამოჩნდა სხვადასხვა რეგიონებიდან და ყველა მათგანის ავტორი ამტკიცებდა, რომ ბანანები აივ ინფიცირებულთა სისხლითაა გაჟღენთილი. 
ინგა გაგულია დარწმუნებული არაა, იყო თუ არა იმ ბანანში, რომელიც მან შეჭამა აივ ინფიცირებული ადამიანის სისხლი. მასთან ერთად ტროპიკული ხილი მისმა ორმა ოჯახის წევრმაც მიირთვა. ჯერჯერობით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გაგულია სისხლის ანალიზის აღებას მაინც აპირებს. გოგონა ამბობს, რომ ბანანი მაშინვე გადააგდო, თუმცა კარგი იქნებოდა ექსპერტიზაზე გაეგზავნა. „ბანანებს აუცილებლად შევიძენ სხვადასხვა ადგილებში და შევამოწმებ იქნება თუ არა მათში ისეთივე წითელი ხაზები“ - აცხადებს ინგა გაგულია. 
სოხუმის ჯანდაცვის მთავარი ექიმი ალა ბელიაევა სისხლიანი ბანანების ისტორიას აბსურდულს უწოდებს.
„რა სისულელე! ჯერ ერთი საიდან მოიტანეს, რომ სისხლი აივ ინფიცირებულია? ვინმემ რაიმე ანალიზი ჩაუტარა? მერე მეორეც, აივ ინფექცია მხოლოდ სისხლით და სექსუალური კონტაქტით გადადის და არანაირად საკვებით. შესაძლოა ხილი უბრალოდ დამპალი ან გაფუჭებული ყოფილიყო. მაგრამ ბანანებში არსებული აივ ინფიცირებულთა სისხლი უკვე ფანტასტიკის ჟანრია და მეტი არაფერი.“
ექიმების მტკიცებით ბანანში სულ რომ მართლა ინფიცირებული ადამიანის სისხლი იყოს, მისი გადადების შანსი ნულის ტოლია. სისხლი ხილში არსებულ მჟავისა და ფერმენტებთან რეაქციაში შედის და თავის ბუნებრივ შემადგენლობას კარგავს. თავისთავად ვირუსიც კარგავს თავის სიცოცხლისუნარიანობას. ამასთანავე აივ ინფექციის ვირუსი დიდხანს ვერ ძლებს და არაბუნებრივ პირობებში რამდენიმე წუთში იღუპება. სისხლით დაავადების გადაცემა მხოლოდ მისი გადასხმის, ნემსის გამოყენების ან სექსუალური კონტაქტის შემთხვევაში ხდება. ვირუსი არ ასევე არ გადადის ნერწყვითაც. 
ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთის ქალაქ ირკუტსკში. ადგილობრივმა მკვიდრმა ქალბატონმა შეძენილ ბანანში წითელი ზოლები აღმოაჩინა და ჩათვალა, რომ სისხლი იყო. ბანანი მაშინვე ექსპერტიზაზე გააგზავნეს, სადაც არაერთი ანალიზი ჩაატარეს და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ წითელი ხაზები რეალურად მიწითალო-მოყავისფრო იყო და ხილი უბრალოდ ლპობას იწყებდა. „100%-ით დარწმუნებული არ ვარ სოკოვანი დაავადებაა თუ ბაქტერიული, მაგრამ ფაქტია, ხილი უბრალოდ დაავადებულია, რომელსაც ბაქტერია ფსევდომონასი იწვევს“ - განაცხადა ფიტოპათოლოგმა მარია ტირსკიხმა. 
ექსპერტები აცხადებენ, რომ ბანანის გარდა სხვა ხილიც იყოს შიგნიდან წითელი. ფერადი პიგმენტი ნებისმიერ ხილსა და ბოსტნეულში შეიძლება გაჩნდეს, რაც სასუქის ნაკლებობის ან პროდუქტს დაავადების მიზეზია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ხდება ხოლმე, რომ ბანანის ხეებს სოკო, სახელად მიცელი უჩნდებათ, რომელიც ხანდახან ხილის შიგთავსში ხვდება და წითელ შეფერილობას იღებს, რომელიც სისხლს წააგავს. თუმცა ამით თვითონ ბანანი არანაირად არ იცვლება. 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.