Russian English
(VIDEO) სკანდალი! „ისლამური სახელმწიფოს ჰიმნი „მანდილის“ შესრულებით „ევროვიზიაზე!“
პარასკევი, 16 12, 2016 - 19:40
„ევროვიზიის“ შიდა შესარჩევ კონკურსზე წელს 27 სიმღერაა წარდგენილი. შემსრულებელთა შორის გახლავთ „აპარეკას“ შემსრულებელი გოგონათა ტრიო „მანდილი“, რომლებსაც დიდი ხანია, უცხოელმა პროდიუსერებმა მოჰკიდეს ხელი. რატომ ჩათვალეს პროდიუსერებმა, რომ „მანდილი“ კარგი კანდიდატურაა „ევროვიზიაზე“ გასასვლელად, ამაზე მუსკოსებმა იმსჯელონ. სპეციალურად „ევროვიზიისთვის“ გოგონებს დაუწერეს სიმღერა „მე და შენ“, რომლის ავტორები არიან ვადიმ ესტერმანი და როსტისლავ მასლოვიჩი. ეს არის ქართული ფოლკლორის გათანამედროვების მცდელობა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არც მთლად  წარმატებული. სხვათა შორის,  ერთ-ერთ ქართულ სოციალურ  ქსელში ისიც დაიწერა, რომ ეს არის „ისლამური სახელმწიფოს ოფიციალური ჰიმნი ტრიო „მანდილის“ შესრულებით ევროვიზიაზე“.  
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
 
„ეს რომ ევროვიზიაზე გავიდეს, აჯობებს დავმალოთ რომ ქართველები ვართ. ოფიციალურად მოინათლება საქართველო ტერორისტულ ქვეყანად. შეიძლება ნატოს ჯარები შემოვარდნენ და დაგვბომბონ. 
იმენა ბინ ლადენია ავტორი“ 
 
„ევროვიზიაზე“ ხინკალიც თუ რიგდებოდა, არ ვიცოდი…“
 
„ჩვეულებრივი ბაზრობის სიმღერაა“.
 
„იმედია ჩოხა ახალუხებზე ხანჯლები არ ექნებათ ჩამოკიდებული“
 
„მათი შემოქმედების წარდგენა ბოსტნეულის ბაზრობის გარეთ წარმოუდგენელი სიბრიყვეა“
 
 
„ეს რომ გაიჩითოს „ევროვიზიაზე“,  მეორე დღეს „დეილი მეილი“ იმენა ცოცხლად დაგვმარხავს“
 
„ერთი კაციც და გავედით“
 
„ამათმა კარიერა ქართულად დაიწყეს და გრუზინულად დაამთავრეს…“
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.