Russian English
(VIDEO) ამდენი იმედგაცრუებით და ცრუ დაპირებით დავიღალე
ოთხშაბათი, 21 12, 2016 - 09:22
25 წლის მაკუნა ნეფარიძე  სოციალურ ქსელში შემდეგ წერილს ავრცელებს:  
„მინდა ჩემი გაჭირვების ამბავი მოგიყვეთ. ასე საჯაროდ არასოდეს მისაუბრია საკუთარ პრობლემებზე. რომ არა ეს სიტუაცია,  არავის შევაწუხებდი. არასოდეს იცი,  ხვალინდელი დღე როგორი იქნება  შენთვის. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო და მყარად ვიდგე ამ პრობლემების წინაშე. ნებისმიერი რამ, თუნდაც მინიმალური გამახარებს, იმიტომ რომ  დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებაა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო,  3 თვეა ბავშვი გავაჩინე საკეისრო კვეთით.  ჩემი მეუღლე უცხოელია ნიგერიიდან, აქ ფეხბურთს თამაშობდა.  მაისის მერე კონტრაქტი  დაუმთავრდა. გუნდი არ გამოჩნდა, დაპირებები, იმედგაცრიებები და ასე  მოვედით დღემდე. ორი კვირის თავზე სხვა გზა რომ არ მქონდა, დავიწყე ღამე მუშაობა, მაგრამ  ვერ შევძელი ნაოპერაციებზე. ჭრილობა არ მქონდა შეხორცებული, არადა  ბავშვს მშიერს ვერ მოვკლავდი. როგორღაც გაგვქონდა თავი. ვცხოვრობ ქირით და თვეებია იჯარა გადასახდელი მაქვს. ქუჩაში როდის დავრჩები, არ ვიცი. 
მერე მოხდა ყველაზე საშინელება. ჩემს მეუღლეს სიმსივნე აღმოაჩნდა, ანგიფიბრომა მე- 3 სტადიაში.  გარკვეული ანალიზები გავიკეთეთ, მაგრამ ახლა სასწარფოდ მორფოლოგიური და ტომოგრაფიული უწევს. ისინია გადამწყვეტი ზუსტი დიაგნოზის დასასმელად. ჩემი მეუღლე  ვეღარ სუნთქავს. მას არ აქვს  დაზღვევა, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე არ არის. უბრალოდ, ქართველი მეუღლე რომ ვყავარ, მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს. ჯანდაცვის სამინისტროში მითხრეს, რომ   ფორმა ასი წარვადგინო და მინიმალურს შეიძლება დამეხმარონ ერთი თვის ვადაში. თუმცა, ეს პასუხიც  საალბათოა. ოპერაციამდე კი ყველაზე მნიშვნელოვანია თანხის შეკრება და ტომოგრაფიის გადაღება. ასევე მორფოლოგიური ტესტის აგება ბიოფსიის თანხლებით. სანამ თანხას არ გადავიხდი, ტესტის გაკეთებას არავინ დაიწყებს. ძალიან მიჭირს! უკვე ემოციურად ძალიან ცუდად ვარ. ამდენმა პრობლემამ და გაუსაძლისმა სიტუაციამ დამღალა.  ვცდილობ დეპრესიაში არ ჩავვარდე. ოპერაციას 6000 ლარამდე სჭირდება. ექიმმა მითხრა, თუ ტომოგრაფიის პასუხი და მორფოლოგიური ტესტის პასუხი არ მეცოდინება, რა თანხა დაგჭირდებათ, ვერ გეტყვით პასუხსო. გამოკვლევების ფულიც კი არ გვაქვს და ოპერაციაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია. არადა, იმის გამო, რომ გამოკვლევას ვერ  ვიტარებთ, ოპერაციის თანხაც არ ვიცით რა დაჯდება.. 
ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა და დაგვეხმარეთ როგორც შეგეძლებათ. ბევრი ადამიანი გადარჩენილა სიკეთის გაღებით. მადლობა და ველოდები თქვენგან გამოხმაურებას. იქნებ  დაგვეხმაროთ მე და ჩემს მეუღლეს
გთხოვთ გააზიაროთ. ვიბრძვი საყვარელი ადამიანის გადასარჩენად გადამირჩინეთ 25 წლის მეუღლე. ჩემს მეუღლეს ქვედა ყბის ძვლის სიმსივნე აქვს, (პირის ღრუში),თანხის მესამედსაც ვერ მოვუყარე თავი ჯერ,საქველმოქმედო ნომერზე მხოლოდ 81 ზარია, დრო გადის ემანუელის მდგომარეობა ძალიან უარესდება.   მერიისგან უარი მივიღეთ, გამგეობამ თავიდანვე უარი მითხრა, ჯანდაცვის სამინისტროში კი კომისია ჯერ არ შემდგარა, და კაცმა არ იცის საერთოდ რა გამოვა აქედან. მეგობრებო!  ვისაც როგორც შეგიძლიათ დაგვიდექით გვერდში, ემანუელს საუბარიც კი უჭირს უკვე და ძილზე და სუნთქვაზე აღარ ვსაუბრობ.  შეწყდა დარიცხვები, გთხოვთ იაქტიურეთ პოსტები მაინც გააზიარეთ, უკვე ემოციურად ცუდად ვარ.  ნელ-ნელა ვეცემი ძალიან დამღლელია ყოველივე ეს, ამდენი იმედგაცრუება და ცრუ დაპირება ნუთუ ჩემი ხელით გავუთხარო საფლავი „პროგრესის ნაცვლად სრული რეგრესია, დაგვეხმარეთ“
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან 0901700466 ზარის ღირებულება 1 ლარია
TBC Bank: მიმღები - Maka Neparidze GE47TB7679545061100012
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები ს.ს. „თიბისი ბანკი“ GE47TB7679545061100012 მაკა ნეფარიძე
მიმღების ანგარიში: მიმღების სახელი: BEN’S IBAN: Maka Neparidze NAME OF BENEFICIARY: BENEFICIARY’S BANK: JSC TBC BANK FOR GEL TRANSFER ბანკის კოდი: TBCBGE22 BANK CODE: TBCBGE22 GE47TB7679545061100012
ტელ: 551 147 621  
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.