Russian English
ტრაგედია მცხეთასთან - ავარიით გოგონები დაიღუპნენ
ხუთშაბათი, 05 იანვარი, 2017 - 08:44
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ფოტოსთან ერთად შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
„მოკლედ, ამ სადღესასწაულო დღეებმა არ შეიძლება ისე არ ჩაიაროს რომ უბედურება არ მოხდეს. გუშინ, 21-22 წლის 2 გოგონა დაიღუპა მცხეთასთან ავარიით. როგორც ამბობენ, მძღოლი ნასვამი იყო.  სულ დაღუპულია მინიმუმ ოთხი ადამიანი მძღოლის ჩათვლით. 
მთავრობამ საგზაო მოძრაობის კანონი უნდა გაამკაცროს
ორი გოგო დაიღუპა და ორი ბიჭი. თანატოლები და კოლეგები იყვნენ ყველანი, „მაკდონალდსში“ მუშაობდნენ“
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მგზავრები ბაკურიანიდან  მოდიოდნენ. მძღოლის ნასვამობაზე არაფერია ცნობილი, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ხესთან დაჯახების შედეგად  ადგილზე დაიღუპა ყველა!
ტრაგედია სოფ. წილკანის და ძალისის გზაზე მოხდა. მარჯვენა საჭიანი „ჰონდა ფიტი“ ხეს შეასკდა. ოთხივე ადგილზე გარდაიცვალა.  ნასვამები არ ყოფილან (სამხარაულმა დაასკვნა).
სადაც ავარია მოხდა,   მკვეთრი მოსახვევი ფიქსირდება. მარცხენა საჭიდან კარგად ჩანს გზა, მარჯვენა მხრიდან ბნელი ზონაა და როგორც ჩანს, მძღოლმა ვერ მოასწრო რეაგირება. 
ახალი წლის ხუთ დღეში უკვე ცხრა ადამიანია  დაღუპული ავტოკატასტროფით.

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.