Russian English
„ვინაა გიჟი - ჩვენ, ქართველი ხალხი თუ მილიონერი ნათელაშვილი“
ოთხშაბათი, 18 იანვარი, 2017 - 16:13
„ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი შემდეგ განცხადებას ავრცელებს თავის (ექს) ლიდერზე, თანაპარტიელსა და თანამებრძოლზე  შალვა ნათელაშვილზე.
„ერთხელ დღეს 2001 წელს ავადსახსენებელ ნათელაშვილის სამუშაო კაბინეტში ვისხედით და შალიკომ ჰკითხა პაატა ჯიბლაძეს: „ხალხი მართლა გიჟს ეძახის სააკაშვილსო?“  „კი, მართალია „ამბროსიჩ“ (შალიკოს მამის სახელია, ძალიან უხაროდა მასე როცა მიმართავდნენ, პატარა „ამბროსიჩად“ მიაჩნდა თავი) მიშას მასე მოიხსენიებენ, მაგრამ საქმე იმაშია რომ შენც გიჟს გეძახიანო“ - მიუგო პაატა ჯიბლძემ გაკვირვებისგან პირდაფჩენილ 'ნათელაშვილს. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ გავიდა დრო და ამ ორი გიჟიდან ერთმა რამოდენიმე მილიარდი იშოვა და მეორემ რამოდენიმე მილიონი!!! ვინ ვყოფილვართ გიჟები - ჩვენ ხალხი თუ ეგენი!? თან, ნახეთ, როგორ უჭირავთ ერთმანეთის „მასტი“! ერთმანეთის მეტი დამცველიც რომ აღარ დარჩათ, თუ არ ჩავთვლით ბელას და სანდრას! აი, ესაა კლასიკური „მასტერ კლასი“, რაც ამ ორმა თაღლითმა ჩაუტარა ქვეყანას, ხალხს, მეგობრებს, თანამებრძოლებს!!! „ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო“ მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეთ - „დიდი ამბროსიჩის“ აღზრდილებო! მონა საბოლოოდ მაინც მონაა, რა მნიშვნელობა აქვს რას ემონები - ფულს თუ ცოლს! 
აფერუმ, თქვენს მამულიშვილობას! ყოჩაღ! ღამით მშვიდად გძინავთ ხომ?
„მაცალე ერთი ავლესო
ხმალ-ჩახმახ-ცეცხლის-კვესია!
სულ ერთად მოგახვნევინოთ,
რაც ჩვენთვის დაგითესიათ!“ - წერს სოსო შატბერაშვილი
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.