Russian English
„მეუბნებიან, ექიმო, ძაღლმა თავი ვერ შეიკავა და გოზინაყი მიირთვაო“
ხუთშაბათი, 19 იანვარი, 2017 - 16:34
ცნობილი ქართველი ვეტერინარი დავით ნანობაშვილი თავის „თავისუფლების დღიურებში“ იხსენებს: 
„საბურთალოზე ვმუშაობ. აქ მაქვს ვეტერინარული კლინიკა. აქ ხალხი 12 საათის შემდეგ იღვიძებს. დილიდან მხოლოდ მძიმე პაციენტები იყვნენ მოსული. დილიდან დაიწყო რეკვა, სტანდარტული კითხვები: ვმუშაობ თუ არა და კლინიკა ღიაა თუ არა. კვირადღე მაინცდამაინც მძიმე არ არის. მუშაობა საღამოს 6 საათზე დავამთავრე.პაციენტების პატრონებს ძირითადად ერთი და იგივე ტექსტი აქვთ: „ძაღლმა თავი ვერ შეიკავა და საცივი მიირთვა, ან გოზინაყი, ან ჩურჩხელა და ა.შ.“ მე ვეკითხები: „ანუ მივიდა მაცივართან, გამოაღო კარი, დაისხა თეფშზე საცივი თუ სხვა რამე და მიირთვა არა? აბა, თავი ვერ შეიკავა სხვანაირად როგორ გავიგო?“ ვცდილობთ, იუმორით შევხედოთ სიტუაციას, თორემ სხვანაირად გავგიჟდებით კლინიკაში“ნ, ექიმო, ძაღლმა თავი ვერ შეიკავა და საცივი ან გოზინაყი მიირთვაო“.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.