Russian English
„ანგელა მერკელის“ ლექსი მიშაზე და ბიძინაზე - „გადაუვლის ეგ აზრები ამ ორივე ბედოვლათს“
პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 15:04
დანამდვილებით შეიძლება ითქვას - ასეთი აქტიურობის ფაზა ქართულ პოლიტიკურ პოეზიას არ ახსოვს. არც ამხელა სიუხვე ჰქონია ნაირ-ნაირი ნიმუშების სახით. წარსულს ჩაბარდა 2003-2012 წლების ნაციონალურ-დითირამბული პოეზია (მეუფე კალისტრატესა და ვენერა ბებოს „გამონათებებს“ თუ არ ჩავთვლით) და მისი ადგილი დაიკავა იმ ქალაქურმა „მარგალიტებმა“, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. თუმცა ქართულ პოლიტიკურ პოეზიაში მაინც სიახლეა _ დაემატა ისეთი დეტალი, როგორიც არის ლექსები ივანიშვილზე.   
და მაინც, მიშაზე ლექსები ჯერ კიდევ სჭარბობს. 
 
„ადიდებულა მტკვარი
მოაქვს გვამი და ქვიშა
გამარჯობა მიშა!“
 
მაშ ასე! ჩვენ რომ გვეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისთანავე, ჩვენს მაღალს  ლექსს აღარავინ დაუწერდა და მითუმეტეს, არ მიუძღვნიდა, არც ასე ყოფილა მთლად საქმე. ა, ბატონო. თავად განსაჯეთ.
„ზონდერ-ბიჭი მიშასთან
შემოიჭრა წუთით:
„მეფევ, კარგი რაზე ვთქვა,
ან რაზე ვთქვა ცუდი?“
საიდუმლო მე არ მაქვს,
მომისმინეთ მტკიცედ,
მიშას პასუხს „ნაცებო“
მე ამ ლექში გიწერთ:
თუ „ნაცს“ უყვარს საპონი,
უყვარს ვაზელინი,
ის „ნაცია“ ნამდვილად
ჭეშმარიტი გმირი.
თუ კაცს ისე ვუყვარვარ
რომ დამითმობს ქალსაც
ასეთ კაცს მე დავნიშნავ 
რამის მინისტრადაც!
თუ თვითმფრინავს ვერა ვრთავ 
თავს ტალახში ვდერთავ
„ნაცმა“ უნდა ამტკიცოს 
მანევრია მტერთან!
თარგამაძე თუმც „ჟოპაა“,
ბიძინასაც ჩაგრავს
ვერანი და კაბანია
„ნაცობისთვის“ ქაჩავს!
ეს გახსოვდეს ზონდერუჩო
მე საუბარს მოვრჩი
შეეჩვიე მოქცევას 
სანამდე ხარ ნორჩი!“
 
აი, ამხელა ლექსი მიშა სააკაშვილზე. ბუნებრივია, აქვე უნდა მოვიყვანოთ ლექსი ხოტბა ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ავტორი ცნობლია გვარ-სახელითაც და წარმომავლობითაც - საჩხერის მკვიდრი მალხაზ დეკანოიძე. ლექსს სათაურიც აქვს და საკმაოდ პათეთიკური - „შენ დიდი ნატვრის თვალი ხარ, ბიძინა გენაცვალებით". არის მასში რაღაც მარქსისტულ-ლენინური, მაგრამ სამაგიეროდ გულწრფელია. ლექსი კი ასეთია:
„შენა ხარ მთელი საქართველოს ამომავალი დიდება
ასეთი კაცი ქართველებს თუ კიდევ მოევლინება
რა არ მსმენია მინახავს, რაც წლები მომედინება
მაგრამ არ მგონი ასეთი, თუ კიდევ მოგვევლინება
დე აგვისრულდა ის ნატვრა, დღემდე რომელსაც ვნატრობდით
შენ დიდი ნატვრის თვალი ხარ, ბიძინა გენაცვალებით.
მოდი, გვნახე და გვიხილე ცრემლით გვევსება თვალები
ეგება რამე გვიშველო, გვიხსენ სამოთხის კარები“
დაახლოებით, ასეთ ლექსებს უძღვნიდნენ მიხეილ სააკაშვილს 2002-2004 წლებში. 2005 წლის შემდეგ კი რეპერტუარმა თანდათანობითი ვექტორი შეიცვალა და მარცხნივ გადახრა დაიწყო. 2007-2008 წელს მოხდა კარდინალური გარდატეხვა ქართულ პოლიტიკურ პოეზიაში და დღეს,  მიხეილ სააკაშვილს აი, ასეთ ლექსებს უძღვნიან:
 
„ბრიფინგოფილი ბელადი ჩვენი
კამერის ჩართვას მორჩილად ელის,
სიტყვით მიმართავს მიშა ნაციას
და თან ეწევა მასტურბაციას!“
 
არც ისეთი  კორექტული ლექსია, თუმცა მისი  არ დაბეჭვდის უფლება არ გვაქვს.
ახლა, ცოტა გავანეიტრალოთ და ამიტომ, ბახმაროელი ლუბა ესვანჯიას ლექსს შემოგთავაზებთ:  
 
„თბილის-ქალაქში ღამეა
დაძრწიან მიშას ზომბები
ისინი სიხარბემ დალია
გახდნენ სხეულის მონები
სიქველეს აღარ ლამობენ 
მიშაა მათი მპყრობელი
ჭამენ, სვავენ და ღრეობენ
ქართველთა მოდგმის მგმობელნი
მკვდარი სიცოცხლით ცხოვრობენ
გული არა აქვთ ცხოველი
კერპებს სასახლეს უგებენ
წინ უდგათ სცეტიცხოველი“.
 
ინტონაციური პოეზიის ნიმუშებიც გვაქვს, მათ გარეშე აქ არ გამოვა: 
 
„სააკაშვილს ფოტოს ვუღებ
მუღამში ვარ ჩაფლული,
თავი თუ არ დავანებე
მომაკითხავს პატრულიი??!!“
ეს ლექსი გოგა ხაინრავას ეკუთვნის
 
როგორ უყურებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები. ლექსის ავტორი უცნობია, არადა ყველაზე მეტად, პირადად მე, სწორედ ამ ლექსის ავტორის გაგება მინდოდა:
 
„ორღობეში მიდიოდნენ ანგელა და ოლანდა
ერთმანეთს ეუბნებოდნენ, საქმეს უნდა მიყოლა
ანგელამ თქვა გავიაზროთ მომენტი და დროება
აღარ უნდა ევროკავშირს მეტი გაფართოება
ვერ ხედავ რა დღეშია რეებს ბოდავს მაღალი?
დასაბმელი გაგვიხდება მალე ალბათ დაბალი
ოლანდმა თქვა, მართალი ხარ, ჩემო დაო ანგელა
მაღალისგან მეც კი მიკვირს ამბიცია ამხელა 
მარჯვედ თუ არ დავუდექით, არ გეგონოს - მითი
ევროკავშირს მოაწყდება გაისს ამ დროს დაბალი 
არც ერთსაც რომ არ შერცხვება - რა ვქნა, ასე მგონია
ევროზონას მოინდომებს დონეცკ-ანაქტორია.
ანგელამ თქვა, გენაცვალე ე მაგ მიხვედრაშია
საქართველო გავაჩეროთ უნდა შუა გზაშია
მე არ ვიყო კანცლერი და თანაც ფედერალური
ამ საკითხში სისუსტე თუ შემეპაროს ქართული
ოლანდმა თქვა, ჩემო მერკელ, ვენდოთ დროს და ვენდოთ ხალხს 
გადაუვლით ეგ აზრები ამ ორივე ბედოვლათს.
ანგელამ თქვა გეფიცები გერმანიის ბუნდესტაგს
ევროკავშირს ვინც კი ავნებს, მას არ ვეტყვი გუტენ-ტაგს
საფრანგეთი, იტალია, შვეცია და დანია
ყველა ჩემი სამშობლოა, ლელო გამიტანია“
 
ასეთია, მსოფლიო პოლიტიკის  გადასახედიდან ჩვენი ამბები.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.