Russian English
2025 წლისთვის ყოველი მეორე ბავში აუტისტი იქნება
პარასკევი, 20 იანვარი, 2017 - 20:30
თანამედროვე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი მშობლების პატარაობისგან განსხვავებით ბევრად გაუარესებულია. დღეს აღარავის უკვირს ონკოლოგიური დაავადებები, აუტიზმი და ასთმური პათოლოგიები, რომლებიც ახალშობილებს დაბადებისთანავე უფიქსირდებათ. სამეცნიერო მიღწევების წყალობით გამოვლინდა, თუ რა იწვევს მოზარდი თაობის ჯანმრთელობის გაუარესებას. ყველა პრობლემა პესტიციდებით და სხვა ეკოლოგიურად არაჯანსაღი პროდუქტებიდან მოდის. 
ექსპერტების შეფასებით, 1975 წელს აუტიზმის სინდრომი ყოველი 5000 ბავშვიდან მხოლოდ ერთს უფიქსირდებოდა. ათი წლის მერე ეს რიცხვი გაორმაგდა. 1985 წელს ყოველი 2500-ე ბავშვი ამ სინდრომით იბადებოდა. ყოველ ათწლეულში მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებდა. 1995 წელს ხსენებული ფსიქიკური დარღვევა აღენიშნებოდა ნახევარი მილიონიდან მხოლოდ ერთ ბავშვს, ხოლო 2005 წელს, ყოველი 166 ბავშვიდან - ერთს. დღევანდელი მონაცემებით აუტიზმით ყოველი 68-ე ბავშვია დაავადებული. მათ, ვინც მათემატიკას კარგად ფლობს, შეუძლიათ გამოითვალონ, რომ 2025 წლისთვის, შანსი იმისა, რომ ყოველი მეორე ბავშვი აუტიზმის სინდრომით იყოს დაავადებული საკმაოდ მაღალია. 
თუ ექსპერტების ვარაუდი გამართლდა, ყველაფერში დამნაშავე ეკოლოგიური ფაქტორი იქნება. ამის შესახებ ფილადელფიელმა ეპიდემოლოგმა, ქრეიგ დიუსჩაფერმა განაცხადა: „არაერთმა სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ როცა საქმე აუტიზმს ეხება, გენეტიკა დიდად ვერაფერს ცვლის. ბავშვები დაავადებას მუცლად ყოფნის პერიოდში იკიდებენ და ამის მიზეზი ის ტოქსინებია, რომლებსაც იღებენ. მათ შორის არის ექიმის მიერ გამოწერილი წამლებიც“. გასაგებია, აუტიზმით დაავადებულთა რიცხვი ასეთი კოლოსალური რაოდენობით რატომაც იმატებს. 
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომელიც ტოქსინებით და შხამ-ქიმიკატებითაა გაჯერებული, ამ დაავადების წარმოქმნის პირველი ხელისშემწყობია. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ექიმმა სტეფან ზენეფმა უკვე გააკეთა სკანდალური განცხადება, რომლის მიხედვითად 2025 წელს ყოველი მეორე ბავშვი აუტისტი იქნება. ის, რაც აქამდე ჯანმრთელი ცხოვრების და კვების სინონიმად ითვლებოდა, ახლა უბედურების წყაროდ გადაიქცა. 
თუმცა გამოკვლევები ამ თეორიის 100%-იანი დასტური არაა. პესტიციდები რომ ონრგანიზმისთვის მავნეა, ეს აქამდეც ცნობილი ფაქტი იყო. ეს ნივთიერებები არაერთი დაავადების გამომწვევი მიზეზია, მათ შორის პარკინსონის, კიბოსი და ალცჰეიმერის დაავადების. 
თავის მოხსენებაში ექიმმა ზენეფმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოეელი კომპანიები კატეგორიულად უარყოფენ ნაწარმში ტოქსინების არსებობას. თუმცა მრავლობითმა სამედიცინო კვლევებმა დაადგინეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს მომხმარებლები აშკარა ტყუილში შეჰყავთ. 
ექიმმა ზენეფმა პესტიციდ გლიფოსატის ყველაზე მავნე თვისებები გამოავლინა. გლიფოსატი კლავს ყველა სასარგებლო ბაქტერიას კუჭ-ნაწლავში, რითაც ორგანიზმში ინფექციის გავრცელების რისკს საგრძნობლად ამაღლებს. ამ პესტიციდს ორგანიზმიდან გამოყავს სასარგებლო მინერალები, მათ შორის რკინა, კობალტი და მაგნიუმი. და ხელს უშლის მეთიონინის და ამინომჟავის სინთეზს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებას არღვევს. 
აი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანულ პროდუქციაზე გადასვლა. მელბურნის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ორგანული დიეტის შემთხვევაში ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი 90 %-ით იწმინდება ტოქსინებისგან სულ რაღაც ერთ კვირაში. 
ბოლო წყლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები სულ უფრო მეტად დაინტერესებულნი არიან მოგებით და ადამიანების ჯანმრთელობა ნაკლებად აღელვებთ. ამ ტოქსიკური პროდუქციის მომხმარებლებს შორის კიბოთი დაავადებულთ რიცხვი კი სულ უფრო და უფრო იმატებს. უკვე იწყება დაავადებათა ისეთი პათოლოგიების გამოვლინება, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდით. მსგავსი მოხდა 70 წლის წინ თამბაქოსთან დაკავშირებით. მეცნიერებს წლები დასჭირდათ იმის დასამტკიცებლად, რომ თამბაქო ორგანიზმისთვის რეალურად  მავნებელი იყო. როგორც ჩანს, მსოფლიოს კიდევ ერთი მსგავსი „ომის“ გადატანა მოუწევს. ამჯერად  სამიზნე სოფლის მეურნეობის პროდუქტები გახდება. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.