Russian English
ცოტნე გამსახურდია: „კაბელები ხო... ცოლისძმის მეორეჯერ შეწყალება არ დაგავიწყდეს“
პარასკევი, 27 იანვარი, 2017 - 19:49
27 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა  ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები შეიწყალა. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა, რომელმაცგანაცხადა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო წაყენებული ბრალის სათანადოდ დასაბუთება და აღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება  შეწყალების თაობაზე. 
ხსენებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, ცოტნე გამსახურდიამ შემდეგ  პოსტი მიუძღვნა მარგველაშვილს და საკმაოდ უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ქვეყნის პრეზიდენტი:
„აი, ამას ჰქვია ჟარგონზე „პრო…ი"! კარგად ელოდა ამ ხალხის წვალებას და სანამ ისედაც გაუშვებდნენ, ორი თვით ადრე შეიწყალა! შეიტენე უკან შენი პოლიტიკური ქულები და ცოლისძმის მეორეჯერ შეწყალება არ დაგავიწყდეს!“ - წერს ცოტნე გამსახურდია.
 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.