Russian English
მობილური ამბულატორია ტუბერკულოზის ცენტრში – ახალი სერვისი პაციენტებისათვის
პარასკევი, 27 იანვარი, 2017 - 20:02
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში მობილური ამბულატორია ამოქმედდა. პროექტი საპილოტეა და გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში პაციენტებს შეეძლებათ ანტიტუბერკულოზური მედიკამენტები საკუთარ საცხოვრებელ არეალში მიიღონ, ან სულაც, თბილისის მასშტაბით მათთვის მოსახერხებელ ადგილას.
 
ახალი სერვისის მეშვეობით პაციენტები დროს, ენერგიასა და ფინანსებს დახარჯავენ.
 
მობილური ამბულატორიის ადგილისა და სამუშაო საათების განსაზღვრა მოხდება პაციენტთა ინდივიდუალური გამოკითხვის საფუძველზე, რის შესახებაც ინფორმაციას ამბულატორიის პროგრამის წარმომადგენელლი გაავრცელებს.
 
მობილურ ამბულატორიაში პაციენტებს დახვდებათ კომფორტული, მათზე მორგებული გარემო. მანქანები ორგანყოფილებიანია – სენსიტიური და რეზისტენტული. შესაბამისად, პაციენტები ერთ სივრცეში არ მოხვდებიან.
 
 
 
მობილურ ამბულატორიაში სამედიცინო დახმარებას DOT მედდა გაგიწევთ.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.