Russian English
თურქეთში ბებიების კანონი მიიღეს, რომელზეც მთელი მსოფლიო ოცნებობდა
კვირა, 29 იანვარი, 2017 - 18:24
თურქეთში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებული დედებისთვის ბავშვის  მოვლა გახლავთ. თუმცა, თურქეთის მთავრობამ შეძლო და ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი  მოუძებნა - გადაწყვიტა გადაუხადოს ბებიებს შვილიშვილების მოვლისთვის. პროგრამა 2017 წლის თებერვალში ჩაეშვება და ხელფასი  ხსენებულ კონტიგენტს  სამუშაო საათებში დაკავებულობის (შვილიშვილის აღზრდის) გამო გადაეხდებათ.
აღსანიშნავია, რომ მათთვის, ვისი პენსიაც შეადგენს 1000 -1800 თურქულ ლირას (250-400 დოლარი), ეს არის საშუალება იმისა, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ სახლშივე შვილიშვილების ზრუნვისთვის.
 საპილოტე პროგრამა  ბურსადან და იზმირიდან დაიწყება და  საწყისს ეტპაზე მხოლოდ 1000 ოჯახზე გამოიცდება. 6 თვის თავზე კი, შესაბამისი ანალიზისა  და  ანგარიშის დადების შემდეგ, პროგრამა სხვა პროვინციებშიც დაინერგება.
თურქეთის მთავრობის განცხადებით, იგი ხელს შეუწყობს დედებს სრულ სამუშაო განაკვეთზე გადავიდნენ და უფრო მეტი გამოიმუშავონ. შვილიშვლების მოვლისთვის ბებიები კი მთავრობისგან მიიღებენ 400 თურქულ ლირას (€ 99 ან $ 105 ).
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.