Russian English
მღვდელი ილია ჭიღლაძე: „ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველო!"
შაბათი, 30 აგვისტო, 2014 - 22:51

მღვდელი ილია ჭიღლაძე (ერისკაცობაში ირაკლი ჭიღლაძე) წარმოშობით გორიდან არის და სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის დოქტორანტია. იგი თავის „ფც“ გვერდზე შემდეგს წერს.

როდესაც ვფიქრობ ჩვენი ერის ორიენტირებზე, ვხდები, რომ უკუდურესად გაორებული და დამახინჯებულია იგი. ეს ეხება საკუთარი ისტორიის გაანალიზებასაც და მომავლის პერსპექტივასაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს სულიერი გაორება უკიდურესად ტრაგიკულია და ზოგჯერ კომიკური. ალბათ, მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მომხდარიყო ასეთი რამ, რომ პირველი პრეზიდენტი იყოს დაკრძალული მთაწმინდის პანთეონში, ხოლო მისი ავაზაკურად და ბანდიტურად ჩამომგდები, ძმათა შორის სისხლისღვრის გამჩაღებელი, კაცის მკვლელი დიდუბის პანთეონში (კიდევ მიღწევაა, რომ ერთ პანთეონში არ დავკრძალეთ). ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საუკუნეთა წინანდელ საგარეო მტრებზე (რომაელები, ირანელები, არაბები, მონღოლები, ოსმალები და ..), მაგრამ, დაგვავიწდეს, რომ ბოლო ორი საუკენე ახალი მტერი გყვავს და ეს მტერი კვლავ გვებრძვის. პიროვნებათა მსოფლმხედველობრივი გაორება იქამდე მიდის, რომ შეიძლება ერთდროულად იყო "მონარქისტი" და "სტალინისტი", "პატრიოტი" და "კრემლისტი", გერქვას ქრისტიანი და მხარს უჭერდე მეზობელი ქვეყნებში მიწების გადანაწილებას. ჩვენთან ერის მამის, წმ. მოწამე ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში შეიძლება არსებობდეს რესტორანი "წიწამური", ქვემო ქართლს დამაკავშირებელ ტრასაზე რესტორანი "მარაბდა" (ამაზე კარგ" ადგილას სად უნდა იქეიფოს ახალმა ქართველმა?!) კაზინო საპატრიარქოსთან და ასე შემდეგ. ვაშენებდეთ უამრავ ახალ ეკლესია-მონასტრებს და ძველი, მამა-პაპათა მიერ აგებული საკაცობრიო კულტურის დიდი ქრისტიანული ძეგლები ყოველდღიურად ნადგურდებოდეს.
აღარ გავაგრძელებ! კვლავ ძალაშია დიდი აკაკის ნათქვამი სიტყვები თანამედროვე საქართველოსადმი ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველო!" - წერს მღვდელი ილია ჭიღლაძე.

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.