Russian English
ბაზარზე ახალი ქართული ღვინო „სირი“ გამოვა
ორშაბათი, 30 იანვარი, 2017 - 21:05
კომპანია „სევერნი ალიანსი“-ს (ჩრდილოეთ ალიანსი), რომელიც ალკოჰოლის რეალიზაციით არის დაკავებული, ემზადება ქართული ღვინო „Siri (სირი) - ახალი ქართული ღვინოს“ გამოსაშვებად და გასაყიდად მოსკოვის ბაზარზე. ხსენებული ინფორმაცია   „სევერნი ალიანსი“-ს გენერალურმა დირექტორმა ევგენი კომისაროვმა მისცა  სააგენტო „მოსკვა“-ს.
„ჩვენ ვაპირებთ ალკოჰოლური ხაზის - „Siri (სირი)- ახალი ქართული ღვინო“-ს წარმოებაში ჩაშვებას. ქართულად რომ გადავთარგმნოთ, სირი ნიშნავს ბეღურას (Siri - ე.წ. ციური პერსონალური დამხმარე, რომელიც  iOS-ს შემადგენლობაში შედის). ქართული ღვინის ხაზები ძალიან ტრადიციული და ერთფეროვანია, ამიტომ ჩვენ  იდეა გაგვიჩნდა, რომ გავაკეთოთ ახალი თანამედროვე მიმართულება“ - განმარტავს ევგენი კომისაროვი.
მისი განცხადებით, კომპანიამ უკვე მიმართა „როსპატენტს“ სავაჭრო ნიშანი   „Siri (Сири)“ - ს რეგისტრაციისთვის, რომელიც ლათინური და კირილიცათი იქნება დაწერილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთის დედაქალაქის სავაჭრო ქსელებთან ახალი ღვინის მიწოდებაზე.
უცნაურია, რომ აქამდე ევგენი კომისაროვისთვის არავის არ აუხსნია, რომ „სირი“ ქართულ ენაზე ბეღურას კი არა, სულ სხვა რამეს ნიშნავს და იგი ღვინისთვის კი არა, ქვეყნის ეროვნული ღირსებისთვის არის შეურაცხმყოფელი. სავარაუდოდ, ქართული მხრიდან ამაზე რეაგირება იქნება.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.