Russian English
სარდარ ჯალალოღლუ: „ჩვენს მინისტრებს და პოლიტიკოსებს შორის ბევრი გეია“
ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2017 - 19:37
აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტიის  თავმჯდომარემ სარდარ ჯალალოღლუმ kanal 13.tv-თან ინტე„რვიუში ღიად ისაუბრა  აზერბაიჯანში მცხოვრებ სექსუალურ უმცირესობებზე. მისი განცხადებით,  ჰომოსექსულები მრავლად არიან აზერბაიჯანის მინისტრებსა და  მაღალჩინოსნებს შორის. 
როგორც წყარო (http://novostink.ru/sng/44932-azerbaydzhanskiy-politik-kazhdyy-tretiy-muzhchina-v-azerbaydzhane-gey.html#ixzz4XMroiqpH) იუწყება, დემოკრატიული პარტიის  თავმჯდომარის განცხადებით, ყოველი მესამე კაცი აზერბაიჯანში არატრადიციული ორიენტაციისაა.
აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის აზრით, თანამედროვე სამყაროში ჰომოსექსუალიზმი ფართოდ არის გავრცელებული. გამონაკლისს არც აზერბაიჯანი წარმოადგენს და ამის რეგულირება ბუნებრივი გზით ხდება. მაგალითად, ომების დროს   ჰომოსექსუალიზმი რეალურად აღარ არსებობს, ვინაიდან მაღალი სიკვდილიანობის გამო ჩნდება მოსახლეობის რიცხოვნების გაზრდის აუცილებლობა. მშვიდობიან პერიოდში კი ჰომოსექსუალიზმის განვითარება აქტივიზირდება, ვინაიდან დემოგრაფიის ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმი ირთვება.
ჯალალოღლუს განცხადებით, ჰომოსექსუალიზმის განვითარებას ხელს უწყობს კვებაც, რომელიც სულ უფრო ხელოვნური ხდება  და მოქმედებს ადამიანების სქესობრივ მოთხოვნილებებზე, ცვლის რა მათ. კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ კულტურათა აღრევა - დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აზერბაიჯანს  უამრავი უცხოელი მოაწყდა, რომელთათვისაც უცხო არ იყო  არატრადიციული ორიენტაციის საკითხები. 
„სოციალურად ისეთ განუვითარებელ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია, სადაც ხალხი გაჭირვებულია, უცხოელები თავის წრეში იტყუებენ ღარიბ ახალგაზრდა ბიჭებს. აზერბაიჯანში პროსტიტუციის ძირითადი მიზეზი, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის - სოციალური ფაქტორია“ - აცხადებს ჯალალოღლუ.
აზერბაიჯანელმა პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა ჰომოსექსუალიზმის ფაქტორზე მაღალჩინოსნებს შორის.
„ამბობენ, რომ საზღვარგარეთ ბევრი გეია მთავრობაში. ჩვენთან რა, ისინი არ არიან? აზერბაიჯანელ მინისტრებს შორისაც არიან გეები. უბრალოდ აქ ამას მალავენ, დასავლეთში კი - არა“ - აღნიშნა დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ და დააკონკრეტა, რომ თვითონ არ ეკითხება მის პარტიაში გაწევრიანების მსურველებს სექსუალურ მიკუთვნებულობას.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.