Russian English
მამა სერაფიმე ბით ხარიბი: „მოდით, ყველა ფრთხილად ვიყოთ“
კვირა, 05 თებერვალი, 2017 - 21:03
„არც ვიცი რა ვთქვა, უბრალოდ, მოდით,  ყველა ფრთხილად ვიყოთ. ეხ, რა დრო მოვიდა“ - ასეთ კომენტარს უკეთებს სქემარქიმანდრიტი მამა სერაფიმე ბით ხარიბი ფოტოებს, რომელზეც ფეხსაცმლის ძირებზე დატანილი ჯვრებია გამოსახული. ქრისტიანული რწმენის  სიმბოლო როგორც მოსართავი ელემენტი, ისიც ფეხსაცმლის ძირებზე -   მართლაც რთულია ამ მკრეხელობასთან გათანაბრებულ ქმედებაზე კომენტარის გაკეთება. 
„ყველა ჩემი მეგობარი და მრევლი და უბრალოდ ხშირად მომსვლელი ჩვენს ტაძარში ხალხი, იციან რომ მე სულაც არ ვარ მქადაგებელი და არ გამოვირჩევი რაღაც თეოლოღუმნათ, ვიცი რთულია ძალიან რთულიი როცა ხარ მღვდელმსახური. მაგრამ თუ ხარ მღვდელმსახური და ქრისტეს მღვდელი, მაშინ სიყვარულს ქადაგებ მთელი შენი ყოფაქცევით და თუ ქადაგებ ღვთის სიყვარულს და გული სავსე გაქვს განკითხვით თუნდაც შენი მტერის მიმართ, უკვე სტყუი!!! ქრისტეს წინაშე, და ვინ? ვინ გამოგყვება შენ? ვის მიიყვან ქრისტემდე? როცა ის ადამიანი ნახავს, რომ ერთს ქადაგებ და ამავე დროს, რასაც ქადაგებ, იმას შენ თვითონ არ აღასრულებ...  მე, როგორც რიგითი მღვდელი, ვაღიარებ ყველა ჩემს დანაშაულს და ჩემს მამას, ჩემს პატრიარქს ვუყვები ყველაფერს თუ რას ვაშავებ. ის კი, როგორც მამა, ხან მსჯის და ხან მეფერება. ქრისტეს მღვდელი, რომელიც სიყვარულს ქადაგებს და თვითონ უსიყვარულოდ მსჯელობს და სხვას განიკითხავს, ის არ არარის მოძღვარი, არააა.... რომც მას ღვთისმეტყველის სტატუსი მიანიჭოს მთელმა სამყარომ!“ - წერს მამა სერაფიმე.
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.