Russian English
რუსეთის მთავრობის პირველი სკანდალური კომენტარი ილია II-ს მოწამვლაზე
სამშაბათი, 14 თებერვალი, 2017 - 19:56
 
რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი რიბაკოვი პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოს პატრიარქის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ციანიდით მოწამვლის მცდელობა ატარებს პოლიტიკურ ქვეტექსტს“- ამის შესახებ რიბაკოვმა ტელეეთერიდან განაცხადა.
სრული ციტირება: 
„თავდასხმის მცდელობა შეუძლებელია არ იყოს პოლიტიკური“ 
მისი განცხადებით, ეკლესია საქართველოში ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუტია. შესაბამისად, ამ თემის გამოძიება დიდ ძალისხმევას საჭიროებს. 
„თავდასხმა უწმინდესის თავიდან მოსაშორებლად სერიოზული თემაა. მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რა შეიძლება მომხდარიყო, ჩანაფიქრი რომ განხორციელებულიყო. ეს იქნებოდა  სრული დესტაბილიზაცია და დარტყმა მოქმედ ხელისუფლებაზე“ - განმარტა რუსმა პოლიტიკოსმა.
„დღეს-დღეობით სამწუხაროდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გახდა თავდასხმის ობიექტი ე.წ. „პროდასვლელი პოლიტიკოსებისგან“. ეს კი ძალიან ცუდია, ვინაიდან ამით ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ“ - განაცხადა რიბაკოვმა 
 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.