Russian English
გოგი გვახარია შორენაზე: „ჭკუას ვკარგავ ქალებზე, რომლებიც მამაკაცებს „ატრიალებენ”.
ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 19:35
რადიო „თავისუფლების“ ბლოგერი, კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია თავის „თავისუფლების დღიურებში“  იხსენებს 2004 წელს მომხდარ შემთხვევას.  
გადაცემა „ფსიქო“-ში, რომლის ავტორი და წამყვანი გახლდათ გოგი გვახარია, უნდა გასულიყო პოლონელი რეჟისორის კშიშტოფ კისლოვსკის  ფილმი, სადაც მთავარ გმირს მარია მაგდალინა ერქვა.  მისი თქმით, ფილმის ეკრანებიდან მოხსნას შორენა თეთრუაშვილი მოითხოვდა. ტელევიზიის მაშინდელი ხელმძღვანელობის თხოვნა იყო,  „დაურეკე რა შორენასო“.
მეორე დღეს, გვახარია საპატრიარქოში მივიდა ხსენებულ ქალბატონთან შესახვედრად.
„ქალბატონი შორენა არ მოვა?” - ვიკითხე აღელვებულმა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გამეცნო ქალი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, „ატრიალებდა” ქართულ ტელევიზიებს და საერთოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მე კიდევ ჭკუას ვკარგავ ქალებზე, რომლებიც მამაკაცებს „ატრიალებენ.”
ქალბატონი შორენა არ გამოჩნდა...“ - წერს გოგი გვახარია.
საბოლოო ჯამში, მხოლოდ ანონსი მოახსნევინეს.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.