Russian English
მეგი გოცირიძე: „ჩემი პატრიარქი ამბროსი ხელაიაა“
ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 20:37
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მიხეილ სააკაშვილის გული - მეგი გოცირიძე შემდეგ პოსტს დებს:   
„მე, როგორც აღმსარებელ ქრისტიანს, უფლება მაქვს ჩემს პატრიარქად ამბროსი ხელაიას მივიჩნევდე 
1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილი იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან. 
2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა.“
ნაწყვეტი 1924 წლის მარტში გამართული სასამართლო სხდომის ოქმიდან:
პროკურორი ოკუჯავა:  „თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?“ 
კათალიკოსი ამბროსი:  „ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული“.
მოსამართლე ერქომაიშვილი: „რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას“.
მოსამართლე ერქომაიშვილი: „რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?“
კათალიკოსი ამბროსი: „მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით“. 
მოსამართლე ერქომაიშვილი: „როდის იყო საქართველო თავისუფალი?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა“. 
სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე: „მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?“
კათალიკოსი ამბროსი: „არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას“.
სასამართლოს წევრი რთველაძე:  „სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე“ 
პროკურორი ოკუჯავა: „დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „ინტერვენციით“. 
პროკურორი ოკუჯავა: „რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია“. 
პროკურორი ოკუჯავა: „რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში“. 
პროკურორი ოკუჯავა: „დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის“. 
მოსამართლე ერქომაიშვილი: „მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?“ 
კათალიკოსი ამბროსი: „თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც" - წერს მეგი გოცირიძე.
ეპატაჟურია, როგორც ყოველთვის და როგორც მის  გულსა და სულს - სააკაშვილს შეეფერება.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.