Russian English
საპატრიარქო ბობოქრობს!
შაბათი, 26 ივლისი, 2014 - 18:32

საპატრიარქოს წარმომადგენლების თქმით, გარკვეული წესებისა და სახელის ცვლილების მიუხედავად "კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი ტურისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სტუმრებს მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება და საქართველოს აღორძინების სურვილი არ იზიდავთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყდა, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ ე.წ. "კაზანტიპი" ა.წ. 20 – 30 აგვისტოს ჩატარდება საქართველოში. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ირწმუნება, რომ "ანაკლიაში არ იქნება ნარკოტიკები და თავისუფალი სექსი, მაგრამ იქნება ხმა, განათება, კარგი განწყობა და სიყვარული". ღონისძიებას სახელიც შეუცვალეს "რეალობის ანტირეალობა" დაარქვეს". ალბათ, კიდევ სხვა საშუალებებითაც შეალამაზებენ, მაგრამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მსგავსად, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება და ეს ლოგიკურიცაა. უკრაინაშიც თავდაპირველად ეს საქმიანობა შედარებით რბილი ფორმით დაიწყეს და შემდეგ მიიღეს ის, რაც დღეს აქვთ.

მიუხედავად ამისა, საპატრიარქო თავისი პოზიციების დათმობას არ აპირებს და თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ:  

კაზანტიპს" სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრობს ამდენი ტურისტი  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ცოდვა ყველა დროში არსებობდა, მაგრამ დღეს, მისი არათუ ლეგალიზება, შეიძლება ითქვას, იძულებით დანერგვა ხდება როგორც სარწმუნოების, ისე ზნეობისა და ეროვნული ფასეულობის დამცირების ფონზე. ამგვარ ვითარებაშიც კი რეალობის ანტირეალობა - კაზანტიპი" მკვეთრად განსხვავებული მოვლენაა, რადგან გარყვნილების ასეთი მასშტაბური ფორმა არასდროს მოუფიქრებიათ. ასეთი უზნეობა ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანისთვის.

ჩვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებას ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს ამ მიმართულებით განვითარებისთვის. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი.

რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივ მოსახლეობას, ლამის სიცოცხლის ფასად უღირს ის შემოსავალი, რაც მათ ბინების ან ტერიტორიის გაქირავების ფასად შეიძლება აიღონ. გვესმის, რომ ახალგაზრდებს შეიძლება მოუნდეთ რეკლამირებულ სანახაობაზე მისვლა, ხელისუფალთ ალბათ ინფრასტრუქტურის განვითარებაც სურ... მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფესტივალში ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც. ეკლესია სულიერ შვილებზე ზრუნვიდან გამომდინარე ვალდებულია ამის შესახებ გააფრთხილოს საქართველს მოსახლეობა" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.