Russian English
(VIDEO) ქართველმა ქურდმა მეჩეთში ჩეჩნები სასტიკად სცემა
შაბათი, 18 თებერვალი, 2017 - 16:30
ტუვის ერთ-ერთ გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომლის დროსაც მსჯავრდებული მუსულმანების ჯგუფი ჩრდილოეთ კავკასიიდან ნაცემი იქნა პირდაპირ მეჩეთში. მუსულმანებზე თავდასხმა ბრალად ედება კანონიერ ქურდს მესამე თაობაში  რუსლან გეგეჭკორს მეტსახელად „შლიაპა“ უმცროსი.
წინასწარი მონაცემებით, ე.წ. შიდა გარჩევის დროს გეგეჭკორმა  უდიერად მოიხსენია ზოგადად ჩეჩენი ეთნოსი, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ჩრდილო კავკასიელმა სახეში გაარტყა. იმავე დღეს, „შლიაპა“ უმცროსი და კიდევ 20 პატიმარი შეიჭრა კოლონიაში მდებარე მეჩეთში  და რვა ჩეჩენს სასტიკად გაუსწორდნენ. თავდამსხმელებმა ასევე დააზიანეს მეჩეთის ინტერიერი.
მომხდარის შესახებ მალევე შეიტყვეს ჩეჩნეთის დიასფორის წარმომადგენლებმა, მათ შორის კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ ცნობილმა ავტორიტეტებმა. მათ პირობა დადეს, რომ რუსლან გეგეჭკორის შემთხვევას ასე არ დატოვებდნენ.  „მიხედვით“ დაემუქრნენ ასევე მამამისს - როლანდ გეგეჭკორს მეტსახელად „როლანდ შლიაპა“.
დღეს-დღეობით ჩეჩენ კანონიერ ქურდებს შორის ეს თემა  აქტიურად განიხილება. ყველა მზადყოფნაშია  და არ არის გამორიცხული ახლო მომავალში სისხლი დაიღვაროს. 
29 წლის რუსლან გეგეჭკორი  2016 წლის 29 მარტს დააკავეს მიქოიანის ქუჩაზე, მოსკოვის გარეუბანში. ჩხრეკის დროს მას აღმოაჩნდა 0,7 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთანონი. რუსლან გეგეჭკორს მიუსადაგეს მუხლი დიდი ოდენობის ნარკოტიკების ბრუნვისთვის, რაც ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, 2016 წლის 5 ივლისს სასამართლოს გადაწყვეტილებით  გეგეჭკორი მხოლოდ ორი წლით გაამწესეს კოლონიაში.
რუსლან გეგჭკორი ზუგდიდში დაიბადა. კანონიერი ქურდის სტატუსი მან ჯერ კიდევ   ბაბუისგან - ნოე გეგეჭკორისგან მიიღო. ქურდი არის მამამისიც - როლანდ გეგეჭკორი. სწორედ ამ უკანასკნელის დახმარებით, 2014 წელს კვიპროსში „ეკურთხა“  რუსლანი ქურდად. დღეს-დღეობით რუსლანის მფარველებად გამოდაინ  ე.წ. მეგრული კლანის წარმომადგენლები  2013 წელს მოკლული ასლან უსოიანის (დედ ხასანის) დაჯგუფებიდან: მერაბ მზრელუა, მერაბ ფიფია, მერაბ „სუხუმსკი“ და გიორგი ელარჯია (გია „გალსკი“).  
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.