Russian English
ახალი „ჩერნობილი“ თბილისის ტერიტორიაზე - რა ელის დიღმის მოსახლეობას?!
შაბათი, 18 თებერვალი, 2017 - 19:37
2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი  კლინიკების  დონეებად დაყოფის შესახებ. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის რატიფიცირებით არ შესულა ძალაში. დადგენილებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ  მოაწერა ხელი. 
რას ნიშნავს კლინიკების დონეებად დაყოფა?!   
ამის შესახებ, „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის   თავმჯდომარე“ ნანა სანაია საუბრობს:   
- ახალი კანონი გულისხმობს კლინიკების დაყოფას რამოდენიმე დონედ. AD არის ყველაზე მაღალი დონე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს ემერჯენსი, ტრამვის მართვის სერვისი და რეანიმაცია.   AD  დონის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გააჩნდეს კატლაბი ანუ  კატეთერიზაციის ლაბორატორია.  ჩათვალეთ, რომ ეს მოთხოვნა ფაქტობრივად გადამწყვეტია. რაც უფრო მაღალი დონე მიენიჭება კლინიკას, სახელმწიფო ანაზღაურება შესაბამისად იქნება მაღალი.  მეოთხე დონის კლინიკას სხვა ანაზღაურება აქვს, პირველი დონისას - სხვა. მაგალითად, თუ კლინიკას გააჩნია 50 საწოლზე მეტი, რეანიმაციულ საწოლში სახელმწიფო იხდის 640 ლარს.  თუ 50 საწოლზე ნაკლები, სახელმწიფო იხდის 570 ლარს. ანი  პაციენტისთვის ერთი და იგივე დიაგნოზია, ერთი და იგივე მკურნალობის კურსია გასავლელი, მაგრამ თანხა განსხვავებული იხდება თითოეულ ავადმყოფზე, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა სახელმწიფომ. „კატლაბი“ თუ არ ექნება კლინიკას, მეოთხე ანუ უმაღლეს დონეს ვერ დააკმაყოფილებს.    ამ დროს „კატლაბი“ რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. შეიძლება კლინიკა მაღალპროფესიული სამედიცინო კადრით იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ ვერ შეიძინოს აღჭურვილობა. ამის გამო მას ეკრძალება გარკვეული ტიპის ჩარევები.  
- რითი არის ეს ცუდი?
- მაგალითად, ავიღოთ დიღმის სამედიცინო კომპლექსი. ე.წ. „რკინიგზის“.  შენობაში განთავსებულ 10-ზე მეტ კლინიკას სავარაუდოდ ყველას ენდომება უმაღლესი ანუ AD დონის მინიჭება. ამიტომ ათივე სართულზე უნდა დაიდგას „კატლაბი“.  წარმოგიდგენიათ მარტო ერთი კორპუსიდან რამდენი რენდგენის სხივი გავა გარემოში. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამართეს კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრა და   განუცხადეს მათ, რომ თუ სურდათ მიეღოთ უმაღლესი დონე, ყველას უნდა ჰქონოდა კათეტერიზაციის ლაბორატორია. როცა ამაზე ექიმები შეეკამათნენ, დავსხივდებით ბატონო მინისტროო, ჯანდაცვის სამინისტრომ უკან დაიხია.  საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ, რომ ერთი კათეტერიზაციის ლაბორატორია ყოფილიყო ხუთ სართულზე.  
- მოდით დავკონკრეტდეთ, ჩვენ ახლა პრობლემას ვაყენებთ გარემოს დაცვითი კუთხით?  
- 2016 წლის 1 აპრილის დადგენილება ძალიან საზიანოა გარემოსთვის. მეორე - კლინიკებს აყენებს კაბალურ მდგომარეობაში.  მაგალითად, აქამდე კლინიკას თუ არ ჰქონდა „კატლაბი“, მას ხელშეკრულება გაფომრებული ჰქონდა იმ კლინიკასთან, რომელსაც გააჩნდა აღნიშნული აღჭურვილობა. როგორც წესი, ეს ერთი და იგივე შენობაში ხდებოდა. დღეს,  თუ კლინიკას მეოთხე დონე ექნება, ხელშეკრულებით ამის უფლება აეკრძალება.
- ეს ცოტა დეტალურად აგვიხსენით?
- AD არის უმაღლესი დონე.  ბოლოს წინა დონე გახლავთ AC. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის სერვისს   გარკვეული საზღვრები აქვს დაწესებული, რომლის მიხედვითაც ამ დონის დაწესებულებას აღარ შეუძლია ყველა პაციენტების მიღება. მაგალიათაც, ქირურგიული პროფილის პაციენტს, რომელსაც გაუკეთდა მუცლის ღრუს ოპერაცია და დასჭირდა რელაპარატომია ანუ განმეორებითი ოპერაცია, AC დონის კლინიკას ეს ეკრძალება. მან განმეორებითი ოპერაციისთვის   პაციენტი უნდა გადაიყვანო მე-4 დონეში. ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ AD დონის დაფინანსება იქნება განსხვავებული, ვიდრე AC ან AB -ს დაფინანსება. 
- უცხოეთში როგორ რეგულირდება სისტემა?
- ძალიან მარტივად. პროფესორმა კარდიოლოგმა ბონდო ქობულიამ ჯანდაცვის მინისტრთან თათბირზე როცა ისხდნენ ექიმები, ხმამაღლა განაცხადა, რომ დაუშვებელი იყო „კატლაბთა“ მსგავსი სიახლოვით განთავსება, რომ ეს იქნებოდა ჩერნობილი.  მაშინ დაისვა საკითხი, რამაც დააფიქრა მინისტრი. სერგეენკომ თქვა, ამაზე არ მიფიქრიაო და მაშინ იყო, უკან რომ დაიხია ჯანდაცვის სამინისტრომ. 
- გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართეთ?
- წინა ორშაბათს მივმართეთ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ს წარმომადგენელმა არ იცოდა თუ რა კანონი მიიღეს, მოვიძიებო. ამ დროს, ჩვენ შემთხვევით წავიკითხეთ გამოქვეყნებული ინფორმაცია. 
- ვინ ანიჭებს კლინიკებს სტატუსს?
- ჩემი აზრით, რეგულირების სააგენტო. ყველა გაურკვევლობაშია და ვერავინ გვპასუხობს.  ეს სერიოზული საკითხია ჯანდაცვისთვის. 
- ექიმები და კლინიკის ხელმძღვანელები არ შეკრიბეს როდესაც  კანონი მიიღეს?
- არა. 
- როცა ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ  და პოზიცია დააფიქსირეს, რა იყო სამინისტროს პასუხი?
- არ ინერვიულოთო. 
- ვის შეიძლება აწყობდეს ამ კანონის მიღება?
- მსხვილ კლინიკებს
- ბევრი გვყავს ასეთი?
- „პე-ეს-პე“, „ევექსი“, „ლანცეტი“, „ჯეო-ჰოსპიტალსი“, „ ავერსი“ და სხვა დიდი კლინიკები. 
- ქვეყნის ეკონომიკა ხომ საშუალო ბიზნესის სეგმენტზე დგას. პატარა და საშუალო კლინიკებს რა ეშველებათ ?
- ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ საქართველოში არავის არ აწყობს საშუალო ბიზნესის არსებობა. 
- რას აპირებთ?
- კლინიკებს უზარმაზარი კრედიტის აღება მოუწევთ. შესაძლოა გაკოტრდეს მთელი რიგი კლინიკები. აპარატურის შეძენას ყველა ხომ ვერ მოახერხებს. შეუძლიათ   მეორადი იყიდონ, მაგრამ იქაც ფასი 150 -200  000 დოლარზე ნაკლები არ არის. დაახლოებით იცით რა სურათი მეორდება?! ჯანდაცვის  მინისტრის დადგენილება რომელიც გულისხმობდა გულისხმობდა იმას, რომ 1/3-ზე მეტი რეანიმაციული საწოლები არ უნდა ჰქონოდა დაწესებულებას. ამის გამო მთელი რიგი კლინიკები, რომლებიც იყვნენ რეანიმაციული ტიპის, დახურვის პირას დგანან. 
- 1/3 ზე მეტი არ უნდა ჰქონდეს ეს რას ნიშნავს? რომელი რეანიმაციული კლინიკები დაზარალდნენ ამის შედეგად?
- მაგალითად, „პირველი კლინიკური“, რომელიც გათვლილი იყი 16-17 საწოლზე. ძირითადად იყო რეანიმაციული და ინტენსიური. ორი პროფილი ჰქონდა. დღეს ამ 16 საწოლიდან მას აქვს მხოლოდ 5 რეანიმაციული საწოლის გამოყენების უფლება.. 
- რატომ კეთდება ეს.. . პაციენტები რომ გადაიქაჩოს სხვა მსხვილ კლინიკებში?
- ალბათ. ჩვენ არ მოგვისმენია მათი დამოკიდებულება და შეხედულებები არსებულ საკითხთან დაკავშირებით. თუ მინისტრი ფიქრობს, რომ უხარისხოდ მკურნალობენ, მაშინ საერთოდ ნუ მისცემს ლიცენზიას საშუალო სეგმენტზე გათვლილ დაწესებულებებს. 
 
მინისტრის ბრძანებულება  კი შევიდა ძალაში, მაგრამ კლინიკების დონეებად დაყოფა, მხოლოდ პერინატალურ
(სამშობიაროები, გინეკოლოგიური კლინიკები და ა.შ. ) სეგმენტში დაიწყო. თვითონ დადგენილების დებულება და დონეებად  დაყოფის სქემას , რომელსაც მინისტრმა მოაწერა ხელი ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტში მომზადდა. ამიტომ, დეპარტამენტის უფროსს ნათია ნოღაიდელს დავუკავშირდით.
 
- ქალბატონო ნათია, მინისტრის ბრძანებულებით  კლინიკები  დონეებად დაიყო და საკითხი თქვენი დეპარტამენტის მიერ არის შემუშავებული.
 
- დიახ.
 
- რას გულისხმობს ეს დონეები?
 
- ჯერ არ არის განსაზღვრულინ და ზოგადად, დადგენილება ძალაში 2017 წლიდან შევიდა. ამაზე მეტს ვერ გიპასუხებთ.
 
ასე და ამრიგად, 2017 წელს სამედიცინო სექტორში დიდი ძვრებია მოსალოდნელი.  ფაქტია, რომ კლინიკების დონეებად დაყოფა ბევრ სამედიცინო დაწესებულებას „შეიწირავს“.
 
 
თამარ როსტიაშვილი
 
წყარო: ქრონიკა+
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.