Russian English
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ბოსტნის კარტოფილის აღების შესახებ განცხადება გააკეთა
პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 22:36
24 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ნაჩუქარი კარტოფილის მოსავალი საკუთარი ხელით აიღო. ამის შესახებ, მარგველაშვილმა ბელორუს ჟურნალისტებს ამცნო.  პრეზედენტმა განმარტა, რომ კარტოფილი თავად დათესა, მაგრამ მოსავალი ისეთი უხვი არ გამოდგა, როგორიც ლუკაშენკოს ჰქონდა. ცნობისთვის, პრეზიდენტები 2015 წლის გაზაფხულზე შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც ბელორუსიის ლიდერი საქართველოში იმყოფებოდა ვიზიტით. ამჯერად, მარგველაშვილი აპირებს თავად ესტუმროს ლუკაშენკოს მინსკში. შეხვედრა მიმდინარე წლის 1-2 მარტს ჩატარდება. სწორედ ამის შესახებ  ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტი ბელორუს ჟურნალისტებს, ასევე მიმოიხილეს ლუკაშენკოს ბოსტანი - ვრცლად და დეტალურად. 
მოკლედ, სიმშვიდეა კართაგენში, ყოველშემთხვევაში პრეზიდენტისთვის.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.