Russian English
ჯვარზე გაკრული ფეხმძიმე ქალები - მუსა დაგა სასამართლოს მოლოდინში
სამშაბათი, 07 მარტი, 2017 - 19:35
ფოტოკადრი აღებულია მხატვრული ფილმიდან, რომელიც აშშ-ში გადაიღეს 1920 წელს. ფილმს ჰქვია Auction of Souls („დაფლეთილი სომხეთი“). პირველად კინოსურათი უჩვენეს ნიუ-იორკში 1919 წელს. სცენარს საფუძვლად დაედო ავრორა მარდიგანიანის მოგონებები, რომელმაც მომხდარი გენოციდის  დეტალური აღწერა მოახდინა.
როგორც ავრორა მარდიგანიანი   იხსენებს, ფეხმძიმე ქალების წამების შემთხვევა მოხდა მუსა დაგასთან ანტიოქიაში. სწორედ აქ დაარსეს სომხებმა  თავიანთი ოლქი. შემდგომში, როდესაც ფრანგებმა ანტიოქია თურქებს გადასცეს, სომხები მუსა დაგადან ჩრდილოეთ ლიბანში გადასახლდნენ, ქალაქ ანდჟარში.
დღეს, აღნიშნული შემთხვევა დავის საგანია და პირდაპირ უკავშირდება გენოციდის აღიარება-არ აღიარების ფაქტს. არადა, სომხეთი დღემდე საერთაშორის სამსჯავროს ე.წ. „მსოფლიო სასმართლოს“ მოლოდინშია, ამისთვის კი ისინი არც ძალისხმევას და არც ფინანსებს არ იშურებენ. სავარაუდოდ, მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ეს ფილმიც ამერიკაში მცხოვრები  სომხური ლობის დაფინანსებულია. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.