Russian English
„კარგად მომისმინეთ, ძაღლიშვილებო! ადამიანებთან გაქვთ საქმე და არა კურდღლებთან“
სამშაბათი, 07 მარტი, 2017 - 21:32
კარგი იქნება 112-ს ხელმძღვანელობა ხანდახან სოციალურ მედიას თუ გადახედავს, ვინაიდან მაშინ  აქ ციტირება აღარ დაგვჭირდება. არადა, სეზონური ვირუსების დროს, ყოველი მესამე პოსტი მათზეა კონკრეტული შემთხვევებითა და ფაქტებით. აი, მაგალითად, რას წერს სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული ბლოგერი მანანა ნარიმანოვნა:
„კარგად მომისმინეთ, ძაღლიშვილებო! მერია ხართ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თუ თბილისის მერიის სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი!“
ვერ ხედავთ , რომ ვირუსების ბუმია? გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარება და დაამატეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადები! თქვენ შვილთანაც , გადაუდებელი შემთხვევისას 4 საათი აგვიანებს სასწრაფო? დედაქალაქში რომ ეს ხდება, რეგიონებში რა დღეში გყავთ ხალხი! რომელიმე თქვენთაგანის შვილი, მდინარე ვერას ადიდების დროს სახლის სხვენზე რომ ყოფილიყო, იქაც ათი ვერტმფრენი ერთად მივიდოდა?! ადამიანის სიცოცხლესთან გაქვთ უგუნურებო საქმე და არა კურდღლის, ქათმის ან ჭიანჭველასი.
უფალს მადლობა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, თორემ  თქვენი ძვირფასი პარტნიორებისგან საჩუქრად აშენებულ ლუგარის ლაბორატორიის კედელში  ლურსმანივით ჩაგაჭედებდით თქვენი მოდგმიანად!“ - წერს გამწარებული იუზერი.
ამ პოსტს არანაკლებ საინტერესო კომენტარები მოჰყვება. მაგალითად, ემზარ ჯღარკავა ჰყვება, ქუთაისის საავადმყოფოში მკვდარი როგორ ჰყავდათ მიერთებული  აპარატზე. სანამ დარიცხული თანხა ბოლომდე არ ამოიწურა, არ გამოატანეს ჭირისუფალს. ჯემალ თაფლაძე იქვე აკომენტარებს, რომ  დედა ჰყავდა მძიმედ, დაგვიანების გამო ხელმეორედ  გადარეკეს 112-ში და პასუხად მიიღეს, რომ მათი ქუჩა ბაღდადში ვერ ნახეს. ამ დროს, გამოძახება ბათუმიდან იყო.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.