Russian English
„ნუ გგონია, რომ გამტეხე! ატირებულ ელისოს ვეღარ ნახავთ“
სამშაბათი, 14 მარტი, 2017 - 19:59
„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომლის შვილიც - დავით ხარშილაძე 13 მარტს დააკავეს, შემდეგ პოსტს აქვეყნებს: 
„ჩემი შვილი ბრალს არ აღიარებს, მხნედაა, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას ჩვენი სიმართლისათვის. ნუ გგონია გამტეხე, სოსო! 6 მარტს დაიგეგმა ჩემი შვილის დაკავება. ემზადებოდი !
შევთანხმდეთ ერთ რამეზე  - ვისაც სჯერა ჩემი შვილის უდანაშაულობა, სჯერა! ვინც თვლის, რომ დამნაშავეა, ჩათვალოს!
ატირებულ ელისოს ვერავინ ვერ ნახავს!
რაც არ გვკლავს-გვაძლიერებს“ - წერს „ქრონიკა+“-ს მთავარი რედაქტორი. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.