Russian English
დევიდ როკფელერი იხსენებდა, თბილისში ვიზიტისას ჭურჭელი არ დამარეცხინესო
კვირა, 18 ნოემბერი, 2018 - 13:15
1970 წლებში დევიდ და ნელსონ როკფელერები საბჭოთა კავშირში ჩამოვიდნენ და ორდღიანი ვიზიტით საქართველოსაც ესტუმრნენ. ვიზიტის ორგანიზატორი გახლდათ იმდროინდელი საბჭოთა ხელმძღვანელობა, კერძოდ მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში,  ძმებს  თბილისი დაათვალიერების შემდეგ  წყნეთის სამთავრობო აგარაკზე, ერთ-ერთი პროკურორის ოჯახში „სამეფო“ პურ-მარილი დაახვედრეს. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, ძმები ბავშვებივით გაერთნენ და შექეიფიანებულებმა ლეღვის გადამწიფებული ნაყოფი პირდაპირ ხიდან ჩამოკრიფეს.  მასპინძელი და ქართული სამზარეულო გულწრფელად შეაქეს. ყველაზე საინტერესო  პურმარილის დასასრული აღმოჩნდა. კერძოდ, როდესაც როკფელერებმა შეიტყვეს, რომ ოჯახს მოსამსახურეები არ ჰყავდა,  დიასახლისის დახმარების სურვილი გამოთქვეს.  ერთად თავმოყრილი დასვრილი თეფშები დაინაწილეს და სამზარეულოსკენ გააქანეს, უნდა დავრეცხოთო. ქართველი და რუსი მაღალჩინოსნები მათ ამ საქციელს ღიმილით უყურებდნენ (მადლიან ქართულ ღვინოს დააბრალეს), მაგრამ დარბაზში მობრუნებულმა ნელსონ როკფელერმა  სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ მანჰეტენზე, ჩვენს სახლში მოსამსახურეებს შაბათ-კვირას სახლში ვუშვებთ და მეუღლეებს თავად ვეხმარებით, ასეთი ოჯახური ტრადიცია გვაქვსო. 
ეს ისტორია ნამდვილი კულტურული  შოკი აღმოჩნდა იმდროინდელი ქართული საზოგადოებისთვის - როკფელერები, რომლებიც ჭურჭელს რეცხავენ. თანაც სად, თბილისელი პროკურორის ოჯახში. რა თქმა უნდა, ჭურჭელი მათ არავინ დაანებე, მხოლოდ ხელის გასველება მოასწრეს. „მივეხმარებოდი დიასახლისს, ცოდოა, ჩავალ და აი, ჩემებს ვეტყვი, თბილისში  ჭურჭელი არ დამარეცხინეს?“ - იხსენებდა დევიდ როკფელერი.  
ეს ამბავი კიდევ დიდხანს გადადიოდა თბილისურ ელიტაში ოჯახიდან ოჯახში. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.