Russian English
ისევ არასწორი დიაგნოზი ქართულ კლინიკაში და 2 წლის ბავშვის ბრძოლა სიცოცხლისთვის
ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 - 13:18
ამ განცხადებას საბა სულხანიშვილის ბებია - მერი ჯანაში ავრცელებს, რომლის შვილიშვილსაც სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვრაგარეთ მკურნალობა. ბავშვის მდგომარება მას მერე დამძიმდა (როგორ ბებია აცხადებს), რაც ქართულ კლინიკაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia
საქართველოს პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს
მინისტრს  ბატონ დავით სერგეენკოს
მოგმართავთ თხოვნით. 2016 წლის აპრილში ჩემს შვილიშვილს საბა სულხანიშვილს დაუდგინდა ლეიშმანიოზის დიაგნოზი. მკურნალობის კურსი ჩაუტარდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში. აგვისტოში დადგინდა რეციდივი, ჩატარდა განმეორებითი მკურნალობის კურსი. 2017 წლის მარტში ლეიშმანიოზის რეციდივი აღარ დადასტურდა და შემდგომი კვლევისთვის პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილებაში. ორკვირიანი კვლევის შემდეგ იაშვილის კლინიკამ ვერ დაადგინა დიაგნოზი და გვირჩია კვლევისთვის საზღვარგარეთ წაგვეყვანა ბავშვი. კლინიკაში მოხდა ბავშვის მდგომარეობის სტაბილიზაცია, რომ შესაძლებელი ყოფილიყო პაციენტის ტრანსპორტირება. 3 აპრილს საბა სტამბულში გაფრინდა. დიაგნოსტიკას 3 დღის ნაცვლად 8 დღე დასჭირდა. თურქი სპეციალისტების დიაგნოზი ასეთია: „ლეიშმანიოზის რეციდივი, რაც იმას ნიშნავს რომ ქართველი სპეციალისტები შეცდნენ!!!“ ლეიშმანიოზის პირველი ეპიზოდის დროს, არასწორად იქნა შერჩეული წამლის დოზა, შესაბამისად ვერ მოხდა პაციენტის განკურნება. ამ შეცდომის გამო ჩემი შვილიშვილი, რომელიც ჯერ 3 წლისაც არ არის, უკვე ერთი წელია მუდმივად საავადმყოფოშია და მუდმივად მიერთებულია სისტემაზე. საბა უკვე ერთი წელია მარტო ებრძვის პარაზიტს. ამ შეცდომის გამო გადავიხადეთ 7 400 დოლარი დიაგნოსტიკაში სტამბულის ქოჩ უნივერსიტეტის კლინიკაში. აღნიშნულ კლინიკაში შესაძლებელია საბას განკურნება, რისთვისაც საჭიროა 30 000 დოლარი. ამ თანხის გადახდის საშუალება ოჯახს აღარ გააჩნია. 
გთხოვთ დაგვეხმაროთ, ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის
ნოდარ წულეისკირის შვილიშვილი მერი ჯანაშია“
აქვე შემოგთავაზებთ პატარა საბას დამხარებისთვის გახსნილ ანგარიშს:
მერი  ჯანაშია (პ/ნ: 01001037398)
საქართველოს ბანკი. მიმღების ანგარიშის ნომერი:GE32BG0000000170611400
თიბისი ბანკი: GE57TB7211945062100002
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.