Russian English
რა სიურპრიზი მოუწყვეს ვალერი მელაძეს საქართველოში და ვინ გადასცა Leader of the year 2017-ს მომღერალს
ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 - 19:01
ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა ვარსკვლავმა ვალერი მელაძემ, 2017 წლის 7-9 მაისს, თბილისსა და ბათუმში საიუბილეო ტურის ფარგლებში კონცერტები გამართა, რომელიც არტისტის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაკა კუტუბიძის ორგანიზებით კონცერტის მსვლელობისას სასიამოვნო სიურპრიზი შედგა, ამავე კავშირის პრეზიდენტმა ვალერი გიჟიცკიმ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდა  უკრაინიდან, კონცერტის მსვლელობისას ვალერი მელაძეს გადასცა ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა (საქართველო, უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის - Leader of the year ერთობლივი ჯილდო. ვალერი გიჟიცკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვალერი მელაძე ქართველი ხალხის ნიჭიერების ერთ-ერთი დადასტურებაა
 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.