Russian English
2017 წლის ლოზუნგი - „კანი ერთია“, დარეკე სასწრაფოდ...
ხუთშაბათი, 11 მაისი, 2017 - 00:38
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანომა“ გრძელდება. იგი საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება. კამპანიის ორგანიზატორები არიან თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ თავმჯდომარე ლალი მეკოკიშვილი.  2017 წლის ლოზუნგია: „კანი ერთია, გაუფრთხილდით მას და დაიცავით მზის მავნე გამოსხივებისგან!“ 
 
მიმდინარე წელს ღონისძიების ორგანიზატორები მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავენ, რის შემდეგაც მოქალაქეები, 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, უფასო სკრინინგით სარგებლობას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში შეძლებენ. თბილისში სკრინინგის ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და 2 18 22 58. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.