Russian English
ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში 4 მაღაროელი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 10 მაისი, 2017 - 11:05
2017 წლის 9 მაისს „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა. 
სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოვეწლიურად მატულობს. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 84 ადამიანი. სახალხო დამცველი პარლამენტს და მთავრობას წლებია მოუწოდებს მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი, იგი შრომის ინსპექციის არაეფექტურ უშაობაზე მიუთითებს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას. 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.