Russian English
ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი 250 აღსაზრდელისათვის
შაბათი, 13 მაისი, 2017 - 12:55
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე,  ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. 
შვიდ ჯგუფიანი ბაღი ფუნქციონირებას 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება 250  აღსაზრდელს მიიღებს,  დასაქმდება  40 - მდე ადამიანი.
 
"დღეს კიდევ ერთი ახალი ბაღი ჩავიბარეთ. ეს ძალიან მჭიდრო დასახლებაა. შესაბამისად, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ბაგა-ბაღი. დღეიდან დაიწყება შენობის ინვენტარით აღჭურვა და შიდა კეთილმოწყობა, რომ სექტემბრიდან ამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყოს"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.