Russian English
ქართულ-ებრაული საღამოები- რესტორან „ტიფლისოს“ ახალი პროექტი
კვირა, 14 მაისი, 2017 - 14:15
რესტორან  „ტიფლისოში“, ახალი პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები იმართება, სადაც   ისრაელიდან ჩამოსული ქართველი ებრაელები მღერიან. ამჯერად სცენა შაბი კორენს დაეთმო.  რესტორნის ხელმძღვანელობა და მონაწილე მომღერლები პროექტის მთავარ მიზნად არა მარტო თანამშრომლობას, არამედ იმ მეგობრობის გაღმავებასაც მიიჩნევენ რაც ქართველ და ებრაელ ერებს შორის თაობათა მანძილზე არსებობს. 
მუსიკოსი და მომღერალი, შაბი კორენი Mediacity.ge_სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იგი ხშირად სტუმრობს ამ რესტორანს და მისი კონცერტი აქ მეორედ გაიმართა. შაბი კიდევ აპირებს საქართველოში  ვიზიტების გაგრძელებას როგორც მუსიკალური ასევე ბიზნეს თვალსაზრისითაც. ამჯერად მან დუეტები ჩაწერა მამუკა ონაშვილთან, და-ძმა ნინო და ვიტალი სიფრაშვილებთან და ქართველ მომღერლებთან თანამშრომლობას კიდევ აპირებს.
რესტორნის არტ მენეჯერი და იდეის ავტორი ნინო იაშვილი თვლის, რომ პროექტი წარმატებულია და შედეგით კმაყოფილია.  „ეწყობა ძალიან კარგი კონცერტები, აუდიტორიასაც მოსწონს.  ვაპირებთ კიდევ გავაგრძელოთ ამ იდეის განხორციელება, ჩავწეროთ დუეტები ქართველ მომღერლებთან და შესაძლოა კლიპიც გადავიღოთ“- აცხადებს ის.
რესტორან ტიფლისოს მომღერალი ილია თოფულია ამბობს, რომ ერთობლივი პროექტები ხშირად იმართება და კონცერტის აუდიტორიას ის ადამიანები წარმოადგენენ რომლებსაც ძველებური ქალაქური სიმღერები უყვართ. „პროექტი ბიზნეს თვალსაზრისითაც გამართლებულია, რადგან მოწვეულ მომღერლებს ძალიან კარგი მსმენელი ყავთ, მსმენელი რომელიც ყოველთვის გვერდით  უდგას თავიანთ საყვარელ მომღერლებს“- ამბობს ის.
 
 
 
 
 
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.