Russian English
სამი ზედიზედ წაგებული თამაშის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელი გადადგა
ორშაბათი, 15 მაისი, 2017 - 23:10
ათი წლის შემდეგ,  ბათუმის „დინამომ“ თავის ქალაქში პირველად გამართა მატჩი. გულშემატკივარმა რაგბი არენა და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად შეავსო, თუმცა გუნდმა პირველი მატჩი 1-2 წააგო. მეორე თამაში ისევ ბათუმში გაიმართა, გულშემატკივარი ისევ შეიკრიბა და თამაშამდე მსვლელობაც კი გაიმართა გუნდის მხარდასაჭერად. მიუხედავად ამისა, ბათუმის „დინამომ“  მეორე თამაშიც წააგო გორის „დილასთან“. ამის გამო, გულშემატკივარმა გუნდს ერთი საათის მანძილზე არ მისცა სტადიონის დატოვების უფლება და ხმამაღლა ითხოვდნენ გუნდის მთავარი მწვრთნელის - ლევან ხომერიკის გადადგომას. ლევან ხომერიკთან ერთად „დინამომ“ კიდე ერთი თამაში გამართა სამტრედიაში და იქაც დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის „დინამოს“ გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზე არის.  
Mediacity.ge-ს ინფორმაციით, 15 მაისს ლევან ხომერიკმა დატოვა დინამო ბათუმი.  მის მაგივრად ვარჯიში დამხმარე მწვრთნელმა ჩაატარა.  ვინ იქნება ბათუმის დინამოს ახალი მწვრთნელი ამ დრომდე უცნობია.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.