Russian English
ახალი ინიციატივები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 17:05
2017 წლის 17 მაისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, სადაც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ ღონისძიება მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების განხილვას სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და პერსპექტივების შესახებ. მათ შორის, დაფინანსების საკითხზეც.
ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო მახაშვილმა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესის საექსპერტო შეფასების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს. მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა კვლევის ანგარიშზე და შედეგები დაინტერესებული  საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.