Russian English
მათთვის ვისი შვილიც სკოლის მოსწავლეა- „მშობელი - სკოლის თანამშრომელი“
ოთხშაბათი, 17 მაისი, 2017 - 17:15
ხუთშაბათს, 18 მაისს, 10:30-ზე, 51 საჯარო სკოლაში ჩატარდება აქცია ,,მშობელი - სკოლის თანამშრომელი“. აქციის მიზანია მშობელთა აქტიური, რეგულარული მონაწილეობა შვილის განათლებაში, მაქსიმალური ჩართულობა დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის სასწავლო პროცესში. ყველა მშობელს ექნება საშუალება სხვადასხვა კათედრის წარმომადგენელთან ერთად დაგეგმოს და ჩაატაროს გაკვეთილები. უშუალო მონაწილეობა მიიღოს დირექციის,  ადმინისტრაციის, მანდატურის ექიმის, სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგების, ხარისხის მართვის სამსახურის საქმიანობაში. სკოლას 200- მდე თანამშრომელი ჰყავს, ამ დღეს მათ ფუნქციებს მშობლები  შეასრულებენ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.