Russian English
საქართველოში ინოვაციური პროექტებისათვის თბილისში ფრანკონ მერთა სხდომა გაიმართება
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 11:30

თბილისში 18 მაისს ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაციის ინოვაციური კომისიის  სხდომა გაიხსნა.  წლევანდელი  კომისიის სხდომის თემა „მდგრადი განვითარება და ინოვაციური ქალაქებია.“ ინოვაციური კომისიის სხდომა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა და მას თბილისთან დაძმობილებული ქალაქი ნანტი ხელმძღვანელობს.

„სხვადასხვა ქალაქების  გამოცდილების გაზიარება ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო წელს თბილისში კონფერენცია უკვე ფრანკოფონ მერთა მონაწილეობით გაიმართება.  დღეს  ამ კონფერენციის მოსამზადებელ საკითხებზეც ვიმსჯელებთ. გარდა ამისა, სამომავლო თანამშრომლობის  გეგმასაც დავსახავთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.