Russian English
“დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“- საზაფხულო სკოლები მანავის სამხედრო ბაზაზე
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 15:00
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს „საზაფხულო სკოლების“ ახალი პროგრამა „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად” პროექტი გააცნო, რომელიც 2017 წელს, მანავის სამხედრო ბაზაზე პირველად მოეწყობა და დასვენების შესაძლებლობა 1056 მოსწავლეს ექნება.   
მანავის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა მოსწავლეებს ივლის-სექტემბერში  უმასპინძლებს, მანავის სამხედრო ბაზაზე საზაფხულო სკოლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყველა სახის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და გაიმართება სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები. პროგრამის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, დაცული იქნება ბანაკის პერიმეტრი.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.