Russian English
უმაღლესი სასწავლებლების 1150 აკრედიტებული პროგრამა განმეორებით აკრედიტაციას გაივლის
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 15:35
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე  განათლების ხარისხის განვითარების კანონში შესატან ცვლილებებზე  ისაუბრა, რის თანახმადაც  შესაძლებელი იქნება უცხოური წამყვანი სააგენტოების მიერ, საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების აკრედიტირება.
აკრედიტაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, აკრედიტებული 1150 პროგრამა განმეორებით აკრედიტაციას ეტაპობრივად გაივლის. ასევე იხვეწება ავტორიზებული დაწესებულებების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების პროცედურა. შეიცვლება ერთობლივ პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის წესი. ცვლილებების მიხედვით, ნებისმიერ პირს  უჩნდება შესაძლებლობა, რომ ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგები გამოიყენოს სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დანერგვის  მიზნით, ავტორიზაციის ვადა ერთი წლის ვადით გაუხანგრძლივდებათ. ასევე რეგულაციები დაუწესდება არაავტორიზებულ დაწესებულებებს და სასწავლებლებს საკუთარი პროგრამის უცხოეთში აკრედიტაციის საშუალება მიეცემათ.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.