Russian English
ICC წარმომადგენელთა შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან
ხუთშაბათი, 18 მაისი, 2017 - 18:35
2017 წლის 19 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 115 აუდიტორიაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო  სასამართლოს (ICC) წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გახსნის.
სისხლის სამართლის  საერთაშორისო  სასამართლოს  წარმომადგენლები, ისაუბრებენ ორგანიზაციის საქმიანობის შესაზებ, განიხილავენ ქართულ აკადემიურ წრეებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს და ასევე ისაუბრებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ქვეყანაში სასამართლო და საგამოძიებო სისტემების დახვეწის თვალსაზრისით.
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.