Russian English
რომელი რეპტილიების გაყიდვა იკრძალება საქართველოში
შაბათი, 05 თებერვალი, 2022 - 13:49
ბოლომდე გულწრფელები რომ ვიყოთ, თავიდან ტროლი გვეგონა. საბოლოო ჯამში კი სიმართლე აღმოჩნდა.
გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის სამსახურმა კუებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები გამოავლინა და აღკვეთა.
სწრაფი რეაგირების მიზეზი, ერთი შეხედვით ორი კუ (კუს ტბისა და ლისის ტბის მიდამოებში რომ შეიძლება შეგხვდეს) გახდა, რომელიც  25 ლარად იყიდებოდა ინტერნეტმაღაზია mymarket.ge-ზე. 
კუებს  ყიდდა  ორი თინეიჯერი. მათ ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, დეპარტამენტის ინსპექტორებმა დატყვევებული რეპტილიები საარსებო გარემოში დააბრუნეს.
ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ერთი მოქალაქეზე შედგა, რომელიც mymarket.ge-ზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობას - ხმელთაშუაზღვისპირეთის კუს ჰყიდდა. ხმელთაშუაზღვისპირეთის კუს ჰყიდდა. 
განმარტებისთვის დავძენთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რაც წითელი ნუსხით დაცული სახეობებით ვაჭრობაზე სანქციას გულისხმობს, ითვალისწინებს ჯარიმას 150-დან 850 ლარამდე.
Mediacity.ge გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსს - ეკა ბენდელიანს დაუკავშირდა:
- დატყვევებული  კუების განთავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვა გვაქვს - როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
- კუებიო?! რა კუები...
- ანუ ტროლია?
- არა. ასეთი ბევრია, 25 ლარიანები. გარეკონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გარეული ვაჭრობის ფაქტზე რეაგირება მოახდინეს. კუები არ ვიცი მე ახლა... 
- კუს გარდა სხვა რეპტილიებიც იყო?
- არა, კუ იყო. ისე, ხშირია ასეთი შემთხვევები. უბრალოდ კუები ცოტა ცუდად მომხვდა ყურში.
აი, ასე - გაჩეხილი სარეკრიაციო ზონები, ნადირობის შესახებ მოქმედი კანონი, რომელიც იშვიათი ჯიშების გაჩანაგებას უწყობს ხელს, ჰესები და ა.შ. ეს არაფერი!
რაც მთავარია, ორი თინეიჯერის ტყვეობიდან  კუების განთავისუფლების ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.