Russian English
რა ძალისხმევა სჭირდება მერიას ეროვნულ სასახლეში უკეთესი პირობების შესაქმნელად
კვირა, 21 მაისი, 2017 - 19:05
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ასევე გამოფენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის, ჭედურობის, ფოტოხელოვნების წრეების მოსწავლეების ნამუშევრები. 
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია ეროვნულ სასახლეში უკეთესი პირობების შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს. 
„მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე იუბილარია. მე მინდა სასახლეს მივულოცო იუბილე. თითოეულ იმ ადამიანს ვინც აქ მოღვაწეობს, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ პატარას,  რომელიც აქ იდგამს ფეხს. ძალიან ნიჭიერები არიან,  საოცარი მომავალი თაობა გვყავს, ამიტომ თბილისის მერია მაქსიმალურად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები იყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, რათა უფრო მეტი და ღირსეული მომავალი თაობა გავზარდოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 
 
 
\
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.