Russian English
„მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური“- როგორ ვითარდება ურთიერთობა საქარველოსა და თურქეთს შორის
სამშაბათი, 23 მაისი, 2017 - 13:28
„ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და  მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური"-ამსიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომა სადაც მხარეებმა განიხილეს ორიქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა  ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საბჭოს წევრებისგადაწყვეტილებით,  საფუძველი ჩაეყარა  ერთობლივ ეკონომიკურ და სავაჭრო კომისიას, რომელიც მომავალი თანამშრომლობის ახალჩარჩოებს განსაზღვრავს.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი,  რომელიც  სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და უკეთ წარმოაჩენს პროექტის მონაწილე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ  მნიშვნელობას და ასევე ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს კორიდორი არის  ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის“ აღორძინების  დიდი პროექტის, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი  სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გამართული სამიტის დროს,”-განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.
თურქეთის პრემიერ–მინისტრ განმარტებით, ბოლო 25 წელის მანძილზე თურქეთმა  გააფართოვა ურთიერთობები საქართველოსთან და დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემდგომი თანაშრომლობის გაღრმავებას.  ბინალი ილდირიმის თქმით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის  სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი მიანიშნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განიხილონ ყველა საკითხი და იმსჯელონ თანამშრომლობის განვითარების შემდგომ  ნაბიჯებზე.
 
კომენტარები


© 2015, MediaCity. All Rights Reserved.